GWP-ის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ამერიკის ბაზარზე შედის
Gwp-ის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia აშშ-ს სიდიდით მეორე შტატში, ტეხასში იწყებს ოპერირებას.
Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან. Aqualia 2023 წელს საუკეთესო წყალმომარაგების კომპანიად დასახელდა, რომელიც წყალმომარაგების დარგში ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე ადგილზეა და 43 მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურება 18 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 2022 წელს Aqualia-ს ჯამურმა ბრუნვამ 1,4 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ბიზნეს პორტფელის ღირებულებამ 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირებისა და ზრდის სტრატეგიის შესაბამისად Aqualia-მ კომპანია Municipal District Services-ს (MDS) საკონტროლო პაკეტი შეიძინა, რომელიც ამერიკის შტატ ტეხასში 364,000-ზე მეტ ადამიანს უწევს წყალმომარაგების სერვისს.
კომპანია MDS 16 წელია ოპერირებს წყალმომარაგების დარგში და ამჟამად ჰიუსტონში სიდიდით მეორე კოპანიაა. MDS კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე და ორიენტირებულია მომხმარებელზე, რაც სრულად შეესაბამება Aqualia-ს ადამიანებზე ორიენტირებული საჯარო სერვისის კულტურას.
MDS საკონტროლო პაკეტის შეძენით Aqualia გახდება ერთ-ერთი წამყვანი წყალმომარაგების სერვისის კომპანია შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.