მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GWP თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

news image
mbc image

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„დღეს, 14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, დაზიანების აღდგენითი, გადაუდებელი სამუშოები ჩატარდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 14 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 იანვარს, დილის 10:00 საათიდან ღამის 23:59 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: მაყაშვილის აღმართს, კოსტავას I და II შესახვევებს, ვარაზის ხევს, პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძის, ბაქრაძის, გაბუნიას, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ჟვანიას, ბელინსკის, ვაშლოვანის, კობახიძის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, შინდისის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, ქუთათელაძის, მოსიძის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას. 

კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, ბეთლემის, გომის, ჯიბლაძის, სამღებროს, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს, პურის მოედანს, კოტე აფხაზისა და ორთაჭალის ნაწილს. 

საბურთალოს რაიონში: ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ლიხაურის, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, დავითაშვილის, წულაძის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბერბუკისა და მიმდებარე ქუჩებს. 26 მაისის მოედანს, ნასიძის, დავარის, ფარნავაზ მეფის, კოსტავას, უნივერსიტეტისა და ლორთქიფანიძის ქუჩების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს. 

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს. 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევის N12, ბელიაშვილის N40 და ბელიაშვილის II ჩიხს, გივი ჟვანიას ქუჩასა და ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა