მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.7
0.0045
flag
AZN 1.5677
-0.0004
flag
CNY 39.334
-0.0034
flag
EUR 3.0996
0.0036
flag
GBP 3.5819
-0.0024
flag
KZT 54.92
0.0032
flag
TRY 0.058
0
flag
USD 2.6647
-0.0006
news banner

GymBreeze და „კოკა-კოლა“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

news image
mbc image

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სპორტული პროექტის „GymBreeze“-ის მთავარი პარტნიორი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ GymBreeze-ის ზაფხულის ლიგაზე ნატურალური მინერალური წყალი “მთის“ ბრენდით და “მთის” ბრენდში შემავალი ყველა პროდუქტით იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ნატურალური მინერალური გაზიანი წყალი “მთის”.

GymBreeze-ის ზაფხულის ლიგა 26 მაისს დაიწყო და 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფინალური ეტაპის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება. ლიგის თამაშებს საქართველოს პადელის ფედერაციის არბიტრები გაუძღვებიან. ტურნირი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მოთამაშეებს გააერთიანებს და მონაწილეებს კონკურენტულ, დინამიურ და მაღალი სტანდარტის სპორტულ გამოცდილებას შესთავაზებს.

„კოკა-კოლა“ უკვე მრავალი წელია სპორტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. კომპანია მუდმივად დგას ყველა იმ ინიციატივის გვერდით, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და სპორტული კულტურის განვითარებას ემსახურება. მსოფლიო ბრენდის მისიაა, რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც სპორტი ადამიანებს აერთიანებს, ახალ შესაძლებლობებს აჩენს და აქტიური ცხოვრების წესს ამკვიდრებს. GymBreeze-თან პარტნიორობაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - სწრაფად მზარდი სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

GymBreeze-ის შესახებ

GymBreeze ექსპერიმენტული ბრენდია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისა და გართობის კონცეფციას აერთიანებს. ქმნის მეგობრულ გარემოს ადამიანებისთვის, რომლებსაც აქტიური ცხოვრების სტილი და სპორტი აერთიანებთ. მისი მთავარი მიზანი საერთო ინტერესების ირგვლივ სოციალიზაციის, სპორტული აქტივობებისა და ახალი სპორტული კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

GymBreeze საქართველოში ყველაზე დიდი პადელის სივრცეა. ბრენდი ნინოშვილის ქუჩასა და რადიო ქალაქის ტერიტორიაზე 12 ღია კორტს აერთიანებს. უახლოეს პერიოდში სპორტის სასახლეში კიდევ 4 დახურული კორტი დაემატება, სადაც დილის ვარჯიშები, ამხანაგური თამაშები და სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ტურნირები გაიმართება.

15 000-ზე მეტი მოთამაშითა და აპლიკაციის 14 000-ზე მეტი მომხმარებლით, GymBreeze საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. მისი კორტები მხოლოდ სათამაშო სივრცე არ არის - ეს არის ადგილი, სადაც სპორტის მოყვარულები, მეგობრები და გულშემატკივრები ერთმანეთს ხვდებიან, ურთიერთობენ და საერთო გამოცდილებას ქმნიან.

პადელი - საჩოგნო სპორტი

პადელი საჩოგნო სპორტია, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად ვითარდება საქართველოშიც. GymBreeze-ისა და „კოკა-კოლას“ საერთო მიზანი ამ სპორტის როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო მიმართულებით პოპულარიზაციაა, რადგან პადელი რეალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტია.

თამაშის სწავლა მარტივია, რაც მას ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების ადამიანისთვის სასურველ სპორტად აქცევს. პადელი აერთიანებს ფიზიკურ აქტივობას, გართობას, ჯანსაღ კონკურენციასა და მეგობრებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას. ამ სპორტის სახეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ თამაში წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. პადელი ერთდროულად ქმნის გართობის, სტრატეგიული აზროვნებისა და სპორტული უნარების განვითარების შესაძლებლობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, კონკურენტუნარიან და მულტიდისციპლინარულ საპროექტო კომპანიად ჩამოვყალიბდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე - teamtwo - Architects & Engineers

05.06.2026.12:00

teamtwo - Architects & Engineers არქიტექტორებისა არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარების სტრატეგიაზე Business Insider Georgia-ს teamtwo-ს თანადამფუძნებელი და არქიტექტორი, შოთა საგანელიძე ესაუბრა.

რა მთავარი სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში, თუ დაგემატათ ახალი პროექტები, პარტნიორობები ან მიმართულებები?

teamtwo-სთვის წელს მთავარ სიახლეს წარმოადგენს უფრო კომპლექსური და განსხვავებული ტიპოლოგიების პროექტირებაზე გადასვლა. გავიმარჯვეთ თელავის საცურაო აუზის კონკურსში, სადაც 15 საპროექტო კომპანიიდან შეგვარჩიეს. ასევე გავიმარჯვეთ სამი საბავშვო ბაღის კონკურსში, რაც საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სივრცეების პროექტირების კუთხით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის რობოტების საწარმოზე, სადაც დამკვეთის მოთხოვნით EDGE სერტიფიცირებაც არის გათვალისწინებული. ასევე მიმდინარეა McDonald’s-ის ახალი flagship რესტორნის პროექტი, რომლის დეტალებს ამ ეტაპზე სრულად ვერ ვასაჯაროებთ, თუმცა ეს იქნება კონცეპტუალურად გამორჩეული ობიექტი.

პროგრესი გვაქვს საერთაშორისო მიმართულებითაც: UNDP-ის პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ გერმანიის ბაზრის კვლევა, ვიყავით Architect@Work Düsseldorf-ზე, ხოლო Architecture Trampoline-ის პროგრამაში 21 კომპანიას შორის გამარჯვების შედეგად შემოდგომაზე პროფესიული ვიზიტით მივემგზავრებით ტალინში.

არქიტექტურისა და ინჟინერიის სფეროში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიები და AI-ინტეგრაცია - როგორ იცვლება ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი და მომხმარებლის მოთხოვნები?

არქიტექტურასა და ინჟინერიაში ტექნოლოგიები უკვე დამატებითი ინსტრუმენტი კი არა სამუშაო პროცესის აუცილებელი ნაწილია. დამკვეთები დღეს უფრო სწრაფ, ზუსტ და კონტროლირებად პროცესს ელიან.

teamtwo-ში ძირითადი საფუძველი კვლავ BIM-პროცესია, სადაც არქიტექტურა, კონსტრუქცია და საინჟინრო სისტემები ერთიან მოდელში კოორდინირდება. ეს ამცირებს შესრულების დროს, შეცდომებს და პროექტს უფრო რეალისტურს ხდის სამშენებლო ეტაპისთვის.

AI-ს ამ ეტაპზე ვიყენებთ უფრო კვლევის, იდეების გენერირების, ანალიზისა და ვიზუალური კომუნიკაციის დასაჩქარებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ AI არ ცვლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არქიტექტორისა და ინჟინრის კომპეტენციაზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო პროექტებზემუშაობის გამოცდილება teamtwo-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა - როგორია დღეს უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა ქართული Architectural & Engineering სერვისების მიმართ?

უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ის არ არის მარტივად მისაღები. მხოლოდ დაბალი ფასი აღარ არის საკმარისი. საჭიროა სტანდარტების ცოდნა, პროცესის მართვა, ხარისხიანი დოკუმენტაცია და სანდო კომუნიკაცია. teamtwo-ს უპირატესობა არის ის, რომ გვაქვს ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და კარგად ვიცნობთ IBC სტანდარტებს. ახლა ჩვენი ფოკუსი უფრო მეტად ევროპულ ბაზარზე არის მიმართული, სადაც Eurocode-ების, ადგილობრივი რეგულაციების და სამუშაო კულტურის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია.

ჩვენი აზრით, ქართული კომპანიებისთვის რეალური შესაძლებლობას წარმოადგენს არა უბრალოდ დიზაინის, არამედ ტექნიკურად გამართული საპროექტო მომსახურების ექსპორტი - განსაკუთრებით BIM, არქიტექტურის, კონსტრუქციის და კოორდინირებული დოკუმენტაციის მიმართულებით.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია მიმდინარე წლისთვის და რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს სამომავლოდ?

მიმდინარე წელს teamtwo-ს სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  • პირველი არის მდგრადი არქიტექტურა და ენერგოეფექტურობა. ბაზარი ამ მიმართულებით რეალურად იცვლება და გვინდა, რომ ამ ნაწილში ჩვენი ცოდნა უფრო პრაქტიკული გავხადოთ.
  • მეორეა საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადება - განსაკუთრებით ევროპული სტანდარტების, Eurocode- ების და სხვადასხვა ბაზრის სამუშაო მოდელების შესწავლა.
  • მესამე მიმართულებაა ინდუსტრიული, მოდულარული და ტექნიკურად რთული შენობების პროექტირება. ეს არის სეგმენტი, სადაც მხოლოდ ვიზუალური არქიტექტურა საკმარისი არ არის; საჭიროა ტექნოლოგიური პროცესის, კონსტრუქციის, ენერგოეფექტურობის და მშენებლობის რეალური ლოგიკის ერთიანად გააზრება. 

ჩვენი მიზანია teamtwo ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი, მულტიდისციპლინარული საპროექტო კომპანია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა