გზავნილი ახალი სისწრაფით - საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკი მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, უკვე გაგზავნაც ციფრულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ.
ახალი ფუნქციონალის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გზავნილი სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დახმარებით განახორციელონ, მათ შორისაა Wester Union, Ria, Money Gram, Intel Express, Rico Gram და სხვა.
„საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებისა და საბანკო პროდუქტების გაუმჯობესების გზით ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ახალი ფუნქციონალი ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გზავნილები გაგზავნონ უკვე მობილბანკის დახმარებით. ეს სიახლე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და თანამედროვე მომხმარებლების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მუდმივად ვავითარებთ ციფრულ პროდუქტებს 1 500 000 მომხმარებლისთვის”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გააგზავნეთ გზავნილი კიდევ უფრო სწრაფად საქართველოს ბანკის მობილბანკიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.