მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

პრემიუმ კლასის კურორტები, საერთაშორისო ბრენდები და მასშტაბური ინვესტიციები - საკურორტო უძრავი ქონების ახალი სტანდარტი Petra Group-ისგან

news image
mbc image

კომპანია Petra Group საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს - პრემიუმ კლასის კურორტების შექმნით ზღვიდან მთამდე. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი თინათინ კალანდარიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, Petra Group-ის მისიაა ისეთი სივრცეების განვითარება, რომლებიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებს. მისი თქმით, კომპანიის მიმდინარე პროექტები - Petra Sea Resort ციხისძირში და Swissôtel Gudauri - არა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, არამედ რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებასაც ემსახურება.

კომპანიის პროექტებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია Petra Group-ის გენერალურ დირექტორს თინათინ კალანდარიშვილს ესაუბრა. 

- მიუხედავად იმისა, რომ Petra Group-ი ქართული დეველოპერული ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშეა, დღეს უკვე საკმაოდ მსხვილი პროექტებით პოზიციონირებს. როგორ აღწერთ კომპანიის ძირითად მისიას და ღირებულებებს?

- Petra Group-ის მთავარი მისიაა საქართველოში ისეთი კურორტების შექმნა, რომლებიც აერთიანებს ხარისხს, ინოვაციას და საერთაშორისო სტანდარტებს - სივრცეები, სადაც პრემიუმ ცხოვრება და საინვესტიციო შესაძლებლობები ერთიანდება.

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაცია, მდგრადი განვითარება და პროფესიონალიზმი - სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვაშენებთ ყველა პროექტს. Petra Group-ის მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ახალი სტანდარტის დამკვიდრება როგორც  ქვეყნის დეველოპერულ სექტორში, ასევე - სტუმართმასპინძლობის სფეროში. 

- რა არის Petra Group-ის მთავარი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე - განვითარება მასშტაბურ მიმართულებებში, თუ ნიშური და პრემიუმ სეგმენტის გაძლიერება?

- Petra Group მიზნად ისახავს პირველ რიგში  საქართველოში არსებული კურორტების განვითარებას და მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ასევე, სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრებას დეველოპერულ სექტორში - რაზედაც ცხადად მეტყველებს პროექტები,რომელთა ალტერნატივაც:  მასშტაბით, ხარისხით, საერთაშორისო პარტნიორობებითა და კონცეფციით, ჯერჯერობით, ქვეყანაში ძალიან დეფიციტურია.  ჩვენ ვქმნით დეველოპერულ პროექტებს, სადაც მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი ღირებულება და უსაფრთხო ინვესტიციის გარანტია. ჩვენი მიზანია Petra Group გახდეს ბრენდი, რომელიც ქმნის პრემიუმ ცხოვრების სტანდარტს  და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს რეგიონში. 

- დღეისათვის Petra Group-ი რამდენი მიმდინარე პროექტით არის წარმოდგენილი ბაზარზე და რა მიმართულებებს მოიცავს ისინი? როგორია ამ პროექტების დასრულების ვადები და რა ეტაპზეა თითოეული მათგანი?

- დღეისათვის, Petra Group ბაზარზე წარმოდგენილია სამი მთავარი მიმდინარე პროექტით, სამივე მათგანი კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

Petra Sea Resort (ციხისძირი) — ზღვისპირა კურორტი ბრენდული სასტუმროებით, რეზიდენციებით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით - აქ წარმოდგენილია ისეთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების კომპლექსი, როგორიცაა PULLMAN LIVING BATUMI და იგეგმება კიდევ 2 მაღალი კლასის სასტუმროს ბრენდის დაანონსება უახლოეს მომავალში, ამავე პროექტის ფარგლებში. 
Petra Ski Resort (გუდაური) — სამთო-სათხილამურო პრემიუმ პროექტი გუდაურში, ბრენდული სასტუმროთი

Swissotel Hotel and Resort Gudauri, ბრენდული და არაბრენდული რეზიდენციებით და 7 ექსკლუზიური ვილით, ასევე.- სამთო-სათხილამურო კურორტის სპეციფიკაზე მორგებული უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურით.

- მომავალ წელს იგეგმება Petra Sea Resort-ის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება. რა ეტაპზეა ამ დროისთვის გაყიდვები და რომელი პროექტი მიიჩნევა თქვენი პორტფელიდან საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველად?

- Petra Sea Resort-ის მშენებლობის პირველი ფაზა აქტიურად მიმდინარეობს და დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება. გაყიდვები უკვე 2 წელია დაწყებულია აღმავალი ტემპით მიმდინარეობს, რაც შეეხება მშენებლობის პროცესს - კომპანია დათქმულ ვადებს, შეიძლება ითქვას, უსწრებს და შესაბამისად, ინტერესი პროექტის მიმართ ძალიან მაღალია, რაც მეორე მხრივ უნიკალური ლოკაციითაც არის განპირობებული. 

ინვესტიციის თვალსაზრისით, ჩვენი ორივე პროექტი - Petra Sea Resort, Petra Ski Resort ძალიან მიმზიდველია; კონკრეტული არჩევანი დამოკიდებულია ინვესტორის საჭიროებებსა და ინტერესებზე, ასევე - იმ ბრენდების მიმართ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს კურორტებზეა წარმოდგენილი.

- როგორ აფასებთ საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების ტემპებს?

- საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდა უკვე ხარისხის მიმართულებითაც იგრძნობა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ტურისტებისთვის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ჩნდება ახალი, უფრო ამბიციური პროექტები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

საქართველოს უნიკალური ბუნება, კულტურა და სტუმართმოყვარეობა ის საფუძველია, რის გამოც ეს სფერო ფაქტობრივად შეუჩერებლად იზრდება. დღეს ვხედავთ, რომ ინდუსტრია გადადის „ახალ საფეხურზე“ — მხოლოდ რაოდენობრივიდან ხარისხობრივ ზრდაზე. ბრენდირებული სასტუმროები, მაღალი დონის სერვისები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ ქვეყანა მზად არის კიდევ უფრო დიდი ტურისტული ტალღისთვის.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც - სეზონურობა, კადრების გადამზადება, რეგიონული ბალანსი, მაგრამ მე ამას უფრო განვითარების პროცესის ბუნებრივ ნაწილად ვხედავ. მთავარია, რომ დღეს ინდუსტრია მოძრაობს სწორი მიმართულებით: კერძო სექტორი აქტიურია, უცხოური ინვესტიციები მატულობს და საერთაშორისო ბრენდებიც სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოს ახალ დესტინაციად.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცოცხალი და პერსპექტიული ინდუსტრია — სადაც ახლა ყალიბდება ახალი სტანდარტები, და სადაც საქართველოს ნამდვილად შეუძლია გახდეს რეგიონული ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში.

- თქვენი პროექტების დასრულების შემდეგ, რამდენ ახალ სასტუმრო ნომერს შემატებთ მთლიანად ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას?

- Petra Group-ის იმ პროექტების დასრულების შემდეგ, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის და რომელთაც მალე დავაანონსებთ, საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას დამატებით 2000-ზე მეტი სასტუმროს ნომერი შეემატება. ყველა პროექტი მოიცავს მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ 3 საერთაშორისო ბრენდს, რომელთაგან თითოეული მათგანი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია და უკავშირდება ხარისხს, მაღალი კლასის სერვისს და დაუვიწყარ გამოცდილებას. 

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება Petra Group-ის პროექტებმა ხელი შეუწყოს რეგიონული ტურიზმის განვითარებას?

- Petra Group-ის პროექტები ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონში  ტურიზმის განვითარებაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ შენობებს არ ვქმნით არამედ - დანიშნულების ადგილებს.

როდესაც ციხისძირში ჩნდება ისეთი მასშტაბის პროექტი, როგორიცაა Petra Sea Resort - ბრენდირებული რეზიდენციებით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით,  კერძო სანაპირო ზოლითა და სრული ინფრასტრუქტურით - ეს ავტომატურად გამოკვეთს კურორტს ტურისტულ რუკაზე. იქ, სადაც ადრე შესაძლოა მხოლოდ სეზონური ტურიზმი არსებობდა, ახლა იქმნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სტუმარს იზიდავს მთელი წლის განმავლობაში.

Petra Group ამას ახერხებს იმით, რომ აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კულტურას - ქმნის გარემოს, სადაც ინვესტორი, დამსვენებელი და ადგილობრივი ბიზნესიც თავის როლს ასრულებს. 
მაგალითად, Swissôtel Hotel and Residences Gudauri-ის პროექტი არა მხოლოდ სასტუმროა, არამედ მთის კურორტის ეკოსისტემის ნაწილი - ხელს უწყობს სეზონის გახანგრძლივებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მთლიანად რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდას. 

სწორედ ამაშია Petra Group-ის ძალა - თითოეული პროექტი იქცევა ადგილად,  რომელიც არა მხოლოდ თავად იზიდავს ტურისტს, არამედ ავითარებს მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურასაც. 

მოკლედ, Petra Group-ის პროექტები ქმნის ახალ ტურისტულ წერტილებს, ახალ შესაძლებლობებს და ახალ სტანდარტებს - სწორედ ამიტომ, მათ ნამდვილად შეუძლიათ, იქცნენ რეგიონული ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.

- Petra Group-ი საკუთარ პროექტებში თანამშრომლობს ცნობილ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან. რამდენად მარტივი იყო მათი დაინტერესება და ჩართვა ქართულ ბაზარზე? რას ითვალისწინებს თქვენი თანამშრომლობა ამ ბრენდებთან - მხოლოდ მენეჯმენტს, თუ ერთობლივ ინვესტიციებსაც?

- საერთაშორისო ბრენდების დაინტერესება ქართულ ბაზარზე მოითხოვს სიღრმისეულ მომზადებას: უნდა აჩვენო არა მხოლოდ პროექტის არქიტექტურა და ლოკაცია, არამედ სტრატეგია, ხედვა და სტანდარტი, რომელიც მათ ბრენდფილოსოფიასთან თანხვედრაშია.

Petra Group-ის შემთხვევაში ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა პარტნიორობა არა მხოლოდ სახელის გამო, არამედ იმისთვის, რომ თითოეულ პროექტში შეგვეტანა გლობალური გამოცდილება და სერვისის ხარისხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Accorდა მისი ორი პრემიუმ ბრენდი — Pullman და Swissôtel — დაფუძნებულია ნდობაზე, გამჭვირვალობაზე და გრძელვადიან ხედვაზე.

ეს არ არის მხოლოდ მენეჯმენტის შეთანხმება - ეს არის საერთო ხედვა იმაზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე დასვენებისა და ცხოვრების კონცეფცია საქართველოში. ჩვენ ვიზიარებთ ბრენდის ფილოსოფიას, მაგრამ ამავე დროს ვაძლევთ ადგილობრივ იდენტობას - ქართულ კულტურასა და ბუნებრივ გარემოზე დაფუძნებულ აურას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თანამშრომლობა არის სინთეზი: საერთაშორისო სტანდარტი + ქართული კულტურა. 
და როდესაც ასეთი ფორმულა მუშაობს - როგორც Pullman Residences Batumi-სა და Swissôtel Gudauri-ის შემთხვევაში - ბრენდებს თავად უჩნდებათ ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ ახალი პროექტების განვითარებაში.

ამიტომ ვიტყოდი, რომ დღეს ეს ურთიერთობები აღარ არის მხოლოდ მენეჯმენტის დონეზე - ისინი უკვე პარტნიორობის ფორმატს იღებენ, სადაც თითოეულ მხარეს თავისი წვლილი და პასუხისმგებლობა აქვს საერთო მიზნის მიღწევაში: გააჩინოს ახალი, თანამედროვე სტუმარმასპინძლობის სტანდარტი საქართველოში.


- Petra Group-ი პოზიციონირებს როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის კურორტების მიმართულებით. რამდენად მაღალია უცხოელი მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესი თქვენი პროექტების მიმართ? რა არხებით ახერხებთ საერთაშორისო ბაზრებზე Petra Group-ის ცნობადობის ზრდას?

- უცხოელი ინვესტორებისა და მომხმარებლების ინტერესი Petra Group-ის პროექტების მიმართ მუდმივად იზრდება. საქართველო დღეს აღიქმება როგორც უსაფრთხო და მზარდი ბაზარი, სადაც შესაძლებელია პრემიუმ კლასის ინვესტიცია - ზღვიდან მთამდე.

ჩვენი საზაფხულო პროექტი Petra Sea Resort Tsikhisdziri-ში და ზამთრის მიმართულება Swissôtel Gudauri ერთმანეთის შემავსებელია - რაც გვაძლევს საშუალებას, საერთაშორისო აუდიტორიას მთელი წლის განმავლობაში მივაწვდინოთ უნიკალური შეთავაზება.

ცნობადობას ვზრდით მრავალმხრივად: ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ინვესტორულ ფორუმებში (LPS Shanghai, Cityscape Dubai, Build & Invest Astana), ვთანამშრომლობთ უცხოურ მედიასთან (Forbes, Lefigaro) და ვახორციელებთ მიზნობრივ ციფრულ კამპანიებს სხვადასხვა ენაზე.

საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Accor, პარტნიორობა კი ჩვენი ნდობისა და ხარისხის მთავარი მტკიცებულებაა - სწორედ ამიტომ, დღეს Petra Group-ს უცხოელი ინვესტორები აღიქვამენ როგორც სანდო და გრძელვადიან პარტნიორს.

- რა მიგაჩნიათ Petra Group-ის პროექტების მთავარ კონკურენტულ უპირატესობად? რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ან ინვესტორმა თქვენი პროექტები?

- Petra Group-ის პროექტების მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური ლოკაცია, პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და მაღალი სამშენებლო სტანდარტები. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს სტაბილურ და გრძელვადიან შემოსავალს, ხოლო მომხმარებლებისთვის - დასვენების და ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც აღემატება ბაზარზე არსებულს სტანდარტებს. 

- რა მექანიზმებსა და სტრატეგიებს იყენებთ ინვესტორების მოსაზიდად და რა ხდის Petra Group-ის პროექტებში ინვესტირებას განსაკუთრებით სანდოსა და მომგებიანს?

- ინვესტორების მოსაზიდად Petra Group იყენებს სტრატეგიას, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობას, სანდოობას და რეალურ შედეგებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანმა არა უბრალოდ ბინა იყიდოს, არამედ იგრძნოს, რომ ინვესტირებს სტაბილურ მომავალში - საერთაშორისო ბრენდთან, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურასა და მზარდ ლოკაციაში.

ჩვენი მექანიზმებია:

· საერთაშორისო ბრენდების პარტნიორობა — Accor-ის ბრენდები, როგორიცაა Pullman და Swissôtel, ქმნიან ნდობის გარანტიას.

· დეტალური საინვესტიციო გამოთვლები — ვაჩვენებთ მოსალოდნელ შემოსავლებს, გაქირავების მოდელსა და რეალურ ROI-ს.

· საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია - VALOR HOSPITALITY - კომპანია, რომელიც კურორტს მშენებლობის დაწყების ეტაპიდან მართავს და დაგეგმარების თითოეულ ეტაპზე ჩართულია, დარჩება ჩვენს პარტნიორად კურორტის დასრულების შემდეგაც და სწორედ ის უზრუნველყოფს, რომ ჩვენი კურორტების საინვესტიციო ღირებულება მუდმივად მზარდი იყოს, ასევე - მაქსიმალურად გამართული ინფრასტურტურა და მაღალი კლასის სერვისი, რომელიც ეხმიანება მხოფლიიოს წამყვანი კურორტების სტანდარტებს. 

· ინვესტორული ტურები — ვპატიჟებთ პოტენციურ მყიდველებს ადგილზე, რომ საკუთარი თვალით ნახონ პროექტის დონე და გუნდის პროფესიონალიზმი.

· მრავალენოვანი კომუნიკაცია და მარკეტინგი — ვმუშაობთ იმ ბაზრებზე, სადაც ინტერესია მაღალი (რუსულენოვანი ქვეყნები, ყაზახეთი, პოლონეთი, ახლო აღმოსავლეთი).

რაც Petra Group-ს განსაკუთრებით სანდოს ხდის, არის ის, რომ ყველა პროექტი რეალურად არსებობს, მშენებლობა მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკით, ხოლო ოპერირება საერთაშორისო ბრენდების მენეჯმენტით ხორციელდება.

- რა მიმართულებით ან რეგიონში გეგმავთ Petra Group-ის საქმიანობის გაფართოებას უახლოეს მომავალში?

- ჩვენ Petra Group-ში ვფიქრობთ სტრატეგიულად - ჩვენი მიზანია, საქართველო დავფაროთ როგორც ზღვისპირა, ისე მთის მიმართულებით.

უახლოეს მომავალში ვაგრძელებთ განვითარებას ციხისძირში, სადაც Petra Sea Resort ქმნის ახალ ტურისტულ ეკოსისტემას, და პარალელურად ვმუშაობთ გუდაურში Swissôtel Hotel & Residences პროექტზე, რომელიც გახდება ქვეყნის წამყვანი ზამთრის კურორტი. 
ასევე, სულ მალე დავაანონსებთ ახალ პროექტს ბორჯომშიც, რომლის გარშემოც თითქმის ყველა დეტალი უკვე დასრულებულია იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებამ მეტი გაიგოს ამ პროექტის და მისი უნიკალური ისტორიისა თუ პოტენციალის შესახებ. 

მომდევნო ნაბიჯი კი რეგიონების დივერსიფიკაციაა - ვეძებთ ადგილებს, სადაც ბუნებრივი სილამაზე და ინფრასტრუქტურული პოტენციალი ერთმანეთს ხვდება. ჩვენი ხედვაა, რომ Petra Group-მა ჩამოაყალიბოს პრემიუმ კურორტების ქსელი, რომელიც აერთიანებს საქართველოს საუკეთესო სეზონურ გამოცდილებებს - ზღვიდან მთამდე.

- როგორ ხედავთ Petra Group-ის როლს საქართველოს ეკონომიკისა და დეველოპმენტ სექტორის მომავალ განვითარებაში?

- Petra Group-ს ვხედავთ, როგორც იმ ახალი თაობის დეველოპერს, რომელიც საქართველოში ფორმირებს თანამედროვე სტანდარტებს - არა მხოლოდ მშენებლობაში, არამედ ბიზნესმოდელსა და ეკონომიკურ აზროვნებაშიც.

ჩვენი როლი ბევრად სცდება კონკრეტულ პროექტებს. Petra Group ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონებში, სადაც ადრე ტურიზმი სეზონურად ან ძალიან შეზღუდულად არსებობდა.

ჩვენი მიზანია, რომ დეველოპმენტ სექტორი საქართველოში გადავიდეს ახალი ეტაპზე - სადაც მთავარი არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ცხოვრების სტილი, კულტურა და ინვესტიციის მდგრადობაა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Accor, რათა საქართველოში დავნერგოთ ის სტანდარტები, რაც გლობალურ ბაზრებზე მოქმედებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში Petra Group-ს ვხედავ როგორც წამყვან ძალას, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების სექტორს აქცევს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ძრავად - ადგილობრივიც და საერთაშორისოიც თვალსაზრისით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე მუშაობის მასშტაბები - „ტასჰაბის“ დამფუძნებელი

25.08.2026.18:00

2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.

ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.

ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.

როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?

ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.

პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.

ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.

და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.

პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.

ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.

როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?

ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.

ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა