Hamptons & Soles 2026 წელს ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისის დამატებას გეგმავს
Hamptons & Soles ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანიაა, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. Business Insider Georgia კომპანიის სამომავლო გეგმებზე დამფუძნებელს, ირაკლი ბაღოშვილს, ესაუბრა.
„2026 წელს ჩვენი მთავარი გაფართოების მიმართულებაა ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისის დამატება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება არ ავაშენოთ ნულიდან, არამედ დავიწყოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ერთ-ერთ საუკეთესო ქიმწმენდის სერვისთან თბილისში.
ამ მოდელის ღირებულება მარტივია: ჩვენ გვაქვს ძლიერი კომპეტენცია პრემიუმ ტყავის და ზამშის ნივთების დელიკატურ წმენდასა და რესტავრაციაში, პარტნიორს კი ტანსაცმლის ქიმწმენდის მრავალწლიანი გამოცდილება და ტექნოლოგიური ბაზა. ამ კომბინაციით მომხმარებელი იღებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით სრულ გადაწყვეტილებას:
• მაღალი კლასის ფეხსაცმლისა და ჩანთების რესტავრაციას და მოვლას;
• ტანსაცმლის სანდო და კვალიფიციურ ქიმწმენდას;
• პრემიუმ კოსმეტიკას ყოველდღიური მოვლისთვის (სწორი კონსულტაციით).
ჩვენთვის ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რადგან მომხმარებელი არ ეძებს “კიდევ ერთ სერვისს” - ის ეძებს ნდობის ერთ პლატფორმას, სადაც შეუძლია დატოვოს ძვირფასი ნივთები მინიმალური რისკით და მიიღოს პროგნოზირებადი ხარისხი ", - აღნიშნავს ირაკლი ბაღოშვილი.
ცნობისთვის, Hamptons & Soles ამ ეტაპზე ორ ფილიალს აერთიანებს, რომლებიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37 (Axis Towers) და ძმები კაკაბაძეების ქ. №7 (რუსთაველის „მაკდონალდსთან“).
სხვა სიახლეები
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
28.10.2026.16:26
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს “თბილისის წიგნის დღეებზე” სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ფესტივალზე PLUS და სუპერ PLUS ბარათებით გადახდისას მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას.)
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
„თბილისის წიგნის დღეები“ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც სტუმრებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა Palitra L, „დიოგენე“, „ბიბლუსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზია და სხვა პარტნიორი კომპანიები.
შეთავაზების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბმულს.