მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Handy Candy პარტნიორთან ერთად საწარმოს აშენებს - ინვესტიცია $ 2 მილიონია

news image
mbc image

ხელნაკეთი კანფეტი Handy Candy-ის ბრენდის მფლობელი, პარტნიორთან შპს „ქართულ თემას“-თან ერთად საწარმოს აშენებს და ინვესტიციის მოცულობა $ 2 მილიონია.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თარხნიშვილი  Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით $1 მილიონი უკვე დაიხარჯა.

„საწარმოს მშენებლობა 2025 წელს ლილოს ტერიტორიაზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. ვგეგმავთ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას. ასორტიმენტში კიდევ 4 სახეობის პროდუქტი დაგვემატება“, - განაცხადა გიორგი თარხნიშვილმა.

ქართული წარმოების, ახალი პროდუქტი ხელნაკეთი კანფეტი Handy Candy ადგილობრივ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თარხნიშვილი  Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ პრემიუმ ხარისხის არომატული და გამორჩეული გემოს კანფეტი, იაპონური ტრადიციული მეთოდით მზადდება.

Handy Candy წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“ ნიკორას დიდი ზომის მარკეტებში და „უნივერსამის“ ქსელში.

„რადგან კანფეტი ხელით მზადდება და არის ნატურალური, სხვა ნაწარმთან შედარებით ძვირია. ინგრედიენტების სიძვირე განაპირებს შედარებით მაღალ ფასს. ჩვენი კონკურენტია ლოლიპოპია. პროდუქციის პოპულარობა და ცნობადობა იზრდება. პარტნიორებთან ერთად შპს „ქართული თემა“ ვამზადებთ მცირე შეფუთვებს, რომლის მათ სასაჩუქრე ნაკრებშია. აქედან გამომდინარე გავედით დიდ აუდიტორიაზე, ამიტომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მცირე შეფუთვებში,  გასინჯოს და დააგემოვნოს ქართული პროდუქტი“, - ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით Handy Candy-ის ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.

„ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და 2026 წლიდან ვიფიქრებთ ექსპორტზე, რადგან ეს არ არის მარტივი და ხელნაკეთი კანფეტის ტრანსპორტირებისას საჭიროა ტემპერატურული ციკლის შენარჩუნება. ჩვენი პროდუქციის პოპულარობა იზრდება. ვგეგმავთ სხვადასხვა გრამაჟით გამოშვებას. შესაძლოა, ბრენდული ცვლილებებიც განხორციელდეს, თუმცა კანფეტი იგივე დარჩება“, - ამბობს მეწარმე.

Handy Candy-ის საწარმო მდებარეობს ვარკეთილში და 7 ადამიანია დასაქმებული. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა