ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი 2024 დაიწყო – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით, მეხუთედ, სტუდენტური ღონისძიება – ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი დაიწყო.
კონკურსი განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. მისი მიზანია აღმოაჩინოს სხარტი, სიახლეებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს გუნდებად, 3-ეტაპიან კონკურსში შეეჯიბრებიან.
კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა და ის 3 ეტაპად ჩატარდება. ის 15 ივნისს დაიწყება, ფინალი კი 20 ივლისს გაიმართება. სამივე გამარჯვებული გუნდისთვის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს მოიცავს
„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სტუდენდებისა და მოსწავლეების განათლების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ვუფინანსებთ სწავლას, გავცემთ სტიპენდიებს, ვხსნით იდეათეკებს და სხვა, რითიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს ვუქმნით. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსია, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შეთავაზებას, სადაც შეძლებენ გამოცადონ, თუ როგორია მენეჯერული პოზიციიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ინტერაქტიური ფორმატის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები განივითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, შემოქმედებითობა და სხვა. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას “. - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.