მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „ზედაზენი“ გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი

news image
mbc image

თბილისი, 2025 წლის 22 ივლისი - სასმელების ქართული ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - 1 ივლისიდან ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობს გახსნის და ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ცვლილება ეფუძნება 2025 წლის 22 მაისს გაფორმებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციას, რომლის შედეგადაც Daily Group-ისა და Tempo Beverages Ltd-ს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე Tempo Group „ზედაზენის" საკონტროლო პაკეტის – 60%-ის – მფლობელი გახდა. Tempo Group წარმოადგენს სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომლის სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ Heineken. მნიშვნელოვანია, რომ Heineken თავადაც ფლობს წილს Tempo Group-ში, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურების საუკეთესო სტანდარტს.

კახაბერ კოტრიკაძე, „ზედაზენის“ დირექტორი: „ჩვენი პარტნიორობა Daily Group-თან და Tempo Beverages-თან აღნიშნავს ისტორიული ეტაპის დასაწყისს საქართველოს წამყვანი ინტეგრირებული საკვები და სასმელების ეკოსისტემის შექმნაში. Tempo-ს მემკვიდრეობამ, რომელიც Heineken-ის საქართველოში დანერგვას გულისხმობს, ფასდაუდებელი გლობალური ბრენდის ექსპერტიზა და ოპერაციული სრულყოფილება მოგვიტანა - ეს გამოცდილება ახლა ჩვენი ჯგუფის მთავარი აქტივია. ჩვენ ერთგულები ვართ იმ მდგრადი ზრდის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა - ინვესტირება ნიჭიერებაში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, რომლის მიზანი გრძელვადიანი ღირებულები შექმნაა. ჩვენი ერთიანი ხედვაა მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, ბაზრების გაფართოება და ინდუსტრიის წამყვანი პრაქტიკების ხელშეწყობა. ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ქართული ბრენდების რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის ამაღლებას - ცხადია, "ზედაზენის" უნიკალური მემკვიდრეობის გაძლიერების პარალელურად“.


ამ მოვლენის აღსანიშნავად, 22 ივლისს, ქართული ბიზნესების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ HoReCa სექტორის, ბიზნეს მედიის და ტურიზმის წარმომადგენლები, ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართულ-ისრაელური ეკონომიკური კავშირების სიღრმეს და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარების პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის, სამომავლო პარტნიორობები და HoReCa სექტორის გამოწვევები თუ შესაძლებლობები ქვეყანაში.

დანიელ ბიერი, Tempo Beverages-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Tempo Beverages-მა პირველმა შემოიტანა გლობალური ბრენდები, მათ შორის Heineken „ზედაზენის" პორტფელში, რითაც ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო სტანდარტებსა დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენს გამოცდილებას ამიერიდან გამოვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად როგორც წარმოების და ლოჯისტიკის გასაძლიერებლად, ასევე, ზრდისა და ინოვაციების დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ავთენტურობის შენარჩუნების პარალელურად, ქართულ პროდუქციას აქვს წარმატების პოტენციალი გლობალურ კონკურენციაში. ამიტომ, ჩვენი ფოკუსი მდგრადი, საექსპორტო პორტფელის შექმნაზეა, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის ყველა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩვენი პარტნიორობა „ზედაზენთან“ მიზნად ისახავს ქართული სასმელების გატანას ეროვნულ საზღვრების მიღმა. ეს პარტნიორობა წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას ინვესტიციებში, მოდერნიზაციასა და ღირებულების შექმნაში ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ქართული სასმელების სრული პოტენციალი გლობალურ ბაზარზე და ერთად მივაღწიოთ მსოფლიო აღიარებას.“

ეს პარტნიორობა წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნეს ტრანზაქციას, არამედ ქართული ეკონომიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაბიჯს. აღნიშნული კავშირი ქმნის საფუძველს საქართველოს ლუდის ინდუსტრიისა და HoReCa სექტორის შემდგომი განვითარებისთვის - ესაა ახალი ეტაპი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. შესაბამისად კი აძლიერებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, არამედ ეხმარება ქვეყანას პოზიციონირდეს როგორც რეგიონული სასმელების ჰაბი.

„ზედაზენის“ შესახებ

ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“ 2011 წელს დაარსდა. დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელია, რომელიც ცნობილია ხარისხის, ინოვაციისა და ადგილობრივი მემკვიდრეობისადმი ერთგულებით. კომპანია აწარმოებს 30-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, მათ შორის ლუდს, გამაგრილებელ სასმელებს, ცივ ჩაის და ენერგეტიკულ სასმელებს. 2025 წელს, „ტემპო ჯგუფმა“ - ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ყველაზე ცნობილმა სასმელების მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა - შეიძინა ზედაზენის 60%-იანი საკონტროლო პაკეტი. „ტემპო ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორი Heineken-ია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდი. 2025 წელიდან, „ზედაზენი“ გახდა Heineken-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში. ქართული ბაზრის ლიდერი აგრძელებს ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებას წარმოების უახლესი ტექნოლოგიებითა და მდგრადი განვითარების პრაქტიკით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა