ჰეკატეს ბაღი - ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა.
„ჰეკატეს ბაღი“ შექმნილია იმ იდეით, რომ ბუნებასთან ურთიერთობა მხოლოდ დასვენება კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. სივრცის კონცეფცია აერთიანებს ცოცხალ სათბურს, მცენარეებით შთაგონებულ სამზარეულოს, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ სასმელებს, ჩაის კოლექციას, არომატულ პროდუქტებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას.
პროექტის მიზანია შეკვეთილს კიდევ ერთი განსხვავებული, საინტერესო დანიშნულების ადგილი შესძინოს - „ჰეკატეს ბაღი“ უკვე მასპინძლობს პირველ სტუმრებს, ხოლო უახლოეს პერიოდში სივრცეში გაიმართება საგანმანათლებლო ვორქშოფები
სივრცის კონცეფცია ჰეკატესა და მედეას მითოლოგიურ სამყაროს ეხმიანება. ბაღში მოწყობილია მედეას კუთხე, სადაც წარმოდგენილია მცენარეები და ისტორიები, რომლებიც ქართულ მითოლოგიურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამგვარად, „ჰეკატეს ბაღი“ მითოლოგიას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კულტურულ ნარატივს ბუნებასა და გასტრონომიასთან აკავშირებს.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება. „ჰეკატეს ბაღის“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ მცენარეების მრავალფეროვნებას და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ მათთვის სასურველი ნერგებიც. ამგვარად, სივრცეში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ვიზიტით არ სრულდება - სტუმრებს ბაღის ნაწილი საკუთარ სახლშიც მიაქვთ.
ჰეკატეს ბაღში სტუმრობა, მსურველებს ყოველდღე, 14:00-00:00 საათებში შეუძლიათ.
კომპანია “სთარინგ ჯორჯიას” პროექტები ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.








სხვა სიახლეები
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
15.08.2026.20:45
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.
გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.
2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.
გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.
გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?