Helio.AI საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს რეკრუტინგის პლატფორმაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დახმარებას მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნის გზით უწევს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს სპეციალური პირობებით სთავაზობენ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნესშეთავაზებებს Helio.AI-ის რეკრუტინგის პროგრამაზე. ფასდაკლება დაემატა.
ჰელიო შიდა სოფტია, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს თანამშრომლების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმის დახმარებით, კომპანიები დახარჯული დროის 70%-ს ზოგავენ და შერჩევის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფად მართავენ.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის მქონე კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად ახალი თანამშროლმების აყვანა სჭირდებათ. ჰელიო 300-მდე ბრენდს, 6 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ამასთან, სისტემის გამოყენების პროცესში 24/7 მხარდაჭერა მიიღონ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.