მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

„ჰენდი“ განვითარების ახალ ეტაპზე - კომპანია წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე მუშაობს

news image
mbc image

„ჰენდი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გიგაიამ განაცხადა, კომპანია რებრენდინგზე, ასორტიმენტის გაფართოებასა და ექსპორტის განვითარებაზე მუშაობს.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებასა და ბრენდის რებრენდინგზე. შევიძინეთ ახალი საწარმოო ფართი, რაც წარმოების მოცულობის დაახლოებით ორჯერ გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს.

ამჟამად, ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს და სრულად ონლაინ ვოპერირებთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა - ვგეგმავთ Etsy-ის პლატფორმაზე ოპერირების დაწყებას, სადაც მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შევთავაზებთ.

დღეს ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 60% ადგილობრივი ბაზრიდანაა, ხოლო 40% უცხოელი მომხმარებლები.

სამომავლოდ განსაკუთრებულ აქცენტს ექსპორტის განვითარებასა და პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - აცხადებს ნიკოლოზ გიგაია.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო მცირე ზომის აქსესუარების დამზადებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

27.10.2026.18:33

საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.

ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:

• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა