„ჰენკა კომბუჩას“ ახალი პროდუქტი - წყალი D ვიტამინით სავაჭრო ქსელებში გამოჩნდა
„ერთი კვირაა რაც ჩამოვასხით პროდუქტი. მანამდე იყო დაკვირვების პროცესი და წყალში D ვიტამინის მოცულობის განსაზღვრა. საბოლოოდ მივიღეთ ფორმა, რომელიც სტაბილური და მედეგია და მზადაა ქსელში გასაშვებად.
სავაჭრო ქსელებში შესვლა დავიწყეთ გასულ კვირას. ამ ეტაპზე პროდუქცია წარმოდგენილია „ევროპროდუქტის“ ქსელში, „ვან პოინთსა“ და„ფრესკოში“, - განაცხადა გიორგი ჯირკვალიძემ.
მისი თქმით, ამ პროდუქტის შექმნის იდეა მსოფლიოსა და საქართველოში D ვიტამინის დეფიციტის გამომდინარე გაჩნდა.
„როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, D ვიტამინის დეფიციტია. შესაბამისად, ყველაზე მარტივი და უებარი წყარო ამ ვიტამინის მისაღებად, არის წყალი.
ამ პროდუქტის წარმოება არ იყო მარტივი პროცესი, რადგან D ვიტამინი ბუნებრივი ფორმით წყალში ხსნადი არ გვხვდება. აღმოვაჩინეთ გერმანიაში კომპანია, რომელმაც ამ ვიტამინის ასეთი ფორმით შექმნა შეძლო. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ წყალი უნდა ჩამოგვესხა მინის ბოთლებში. რაც შეეხება დღიურ ნორმას ეს არის 5 მიკრო/გრამი, ევროპული სტანდარტით თუმცა აშშ და კანადა იყენებს უფრო მაღალი სტანდარტით და იქ ყოველდღიური მოხმარება 10 მიკრო/გრამია. ჩვენ მიერ წარმოებულ ერთ ბოთლში D ვიტამინის შემცველობა არის დღიური ნორმის ნახევარი“, - განაცხადა გიორგი ჯირკვალიძემ.
პროდუქცია სავაჭრო ქსელებში 330 მილილიტრიან მინის ბოთლებში ორი გემოთია წარმოდგენილი. შედარებით მოტკბო, ალუბალი და კლასიკური, ლიმონ-ლაიმის გემოთი.
როგორც „ჰენკა კომბუჩას“ გენერალური დირექტორი ამბობს, კომპანია გეგმავს ამ ხაზის განვითარებას და სხვა ვიტამინიზირებული სასმელების წარმოებასაც.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.