HER Store - მა ასორტიმენტი გააფართოვა
HER STORE არის ქალის აქსესუარების ბრენდი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ბრენდი გამოირჩევა თანამედროვე სტილით, დახვეწილი დიზაინითა და მრავალფეროვანი კოლექციებით, რომლებიც მოიცავს როგორც ყოველდღიურ, ისე სპეციალური შემთხვევებისთვის შექმნილ სამკაულებს. HER STORE -ში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ნინი დანელიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
HER Store აგრძელებს სტაბილურ განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე პერიოდში კომპანიამ დაამატა რამდენიმე ახალი ხაზის პროდუქცია, მათ შორის სასაჩუქრე ბოქსები, პერსონალიზებადი სამკაულების კოლექცია და ფრანგული დიზაინის საათები, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ასევე, ოქტომბერში ჩაეშვება HER Store-ის მიერ შექმნილი სრულიად ახალი კოლექცია, რომელიც ბრენდის დიზაინის უნიკალურობასა და ინდივიდუალურ ხედვას წარმოაჩენს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
HER Store-ის ასორტიმენტი მოიცავს:
• ტიტანის ხაზს, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და წყალგამძლეობით;
• 925 ვერცხლის კოლექციას, შექმნილს დახვეწილი სტილისთვის;
• ლიმიტირებულ და ექსკლუზიურ დიზაინებს;
• სასაჩუქრე ბოქსებს, „ready-to-give“ კონცეფციით;
• თანამედროვე სტილზე მორგებულ ფრანგულ საათებს, რომლებიც ახლახანს დაემატა ასორტიმენტს;
• ასორტიმენტი აერთიანებს როგორც ყოველდღიური სტილის, ისე განსაკუთრებული მომენტებისთვის შექმნილ სამკაულებსა და აქსესუარებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
HER Store-ის სტრატეგიული მიზნები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო განვითარებაზე.
• ადგილობრივ დონეზე, კომპანია გეგმავს ახალი კოლექციების რეგულარულ ჩაშვებას, ასორტიმენტის გაფართოებას და მომხმარებელთა გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, მათ შორის მაღაზიებში მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხის სტანდარტების ზრდით;
• საერთაშორისო დონეზე, კომპანია აქტიურად მუშაობს ელექტრონული კომერციის გაძლიერებაზე, ლოგისტიკური პროცესების დახვეწასა და ევროპულ ბაზრებზე პოზიციის განმტკიცებაზე.
2025 წლის ოქტომბერში HER Store წარმოადგენს ბრენდის დიზაინის მიხედვით შექმნილ სრულიად ახალი კონცეფციის კოლექციას, რაც კომპანიის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება.გრძელვადიან პერსპექტივაში, HER Store ისახავს მიზნად ჩამოყალიბდეს ისეთ ბრენდად, რომელიც ქალებს სთავაზობს არა მხოლოდ სამკაულებსა და აქსესუარებს, არამედ თვითგამოხატვისა და ინსპირაციის პლატფორმას.
ცნობისთვის, ბრენდი ხუთ ფილიალს ფლობს. აქედან სამი თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს. ბრენდის მისია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.