მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,ჰერბიას“ წარმოება წელს 100%-ით გაიზარდა

news image
mbc image

მიმდინარე წელი მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია ,,ჰერბიას“ საქმიანობაში საუკეთესოა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ წარმოებაში 100%-იანი ზრდაა. რაც შეეხება რეალიზაციის საკითხს, ჯანელიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე კომპანია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.

კომპანიის ხელმძღვანელი წარმოების პრობლემაზეც საუბრობს და დასძენს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოსტნეულის სეგმენტში გარკვეული პრობლემაა ნედლეულის დეფიციტის გამო და მნიშვნელოვანია, ამ დანაკარგის შევსება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც.

,,წელს მთავარი ორიენტირი ადგილობრივი ბაზარია, რა მოთხოვნაც აქვს ქართულ ბაზარს, ვაკმაყოფილებთ. თუმცა ქვეყანაში ბოსტნეულის წარმოებაში ნამდვილად არის პრობლემა ნედლეულის სიმცირის გამო. რატომღაც ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდა და საექსპორტო ბაზრებზეც წვდომა ჭირს.  მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ადგილობრივი მომხმარებლის  საჭიროებებს და ამიტომ გადაწყდა, რომ წელს  ძირითადად ქართულ ბაზარზე ვიყოთ ორიენტირებული. ბოლო ოთხი წელია წარმოებაში 40%-იანი ზრდა გვაქვს. სულ ახლახან ჩავატარეთ ანალიზი და  წელს უკვე 100%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

მისი ინფორმაციით, ,,ჰერბია“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ ბაზრებზე, რაც ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტზე დაწინაურების კუთხით მნიშვნელოვანია.

,,სახელმწიფოს მხრიდან დარგს დიდი ხელშეწყობა აქვს და მაქსიმალურად გვეხმარებიან, რომ საერთაშორისო გამოფენებზე წარვდგეთ. ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და პარტნიორების მოსაზიდად ეს უნიკალური საშუალებაა.  როდესაც ექსპორტს ვახორციელებდით, გამოფენებში მონაწილეობა ძალიან გვეხმარებოდა. სამომავლოდ ამ ნიშასაც დავიბრუნებთ, როცა რეზერვების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება, ექსპორტსაც განვაახლებთ, რადგან ევროპის ბაზრებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენთვის  პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობაა და მერე უკვე გარე ბაზრებზე გასვლა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჰერბია" ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა