„ჰეშკელის ქოხები“ სარესტორნე სივრცის დამატებას გეგმავს
სვანეთში, სოფელ ჰეშკილში მდებარე ტურისტული ობიექტის „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელმა, დავით ფილფანმა Business Insideer Georgia-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე საქმიანობა შეჩერებული აქვთ, თუმცა ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.
„ჰეშკილის ქოხები“ ახალი ტურისტული სეზონისთვის, რომელსაც ობიექტი მაისიდან გახსნის სიახლეებს გეგმავს.
დავით ფილფანის ინფორმაციით, გეგმავენ სარესტორნე სივრცის შექმნას.
„ამ დროისთვის „ჰეშკელის ქოხებში“ ფუნქციონირებს კაფე-სამზარეულო. ამ მიმართულებით ვგეგმავთ გაფართოებასა და პირადი ინვესტიციებით სარესტორნო სივრცის შექმნას. ასვე ვგეგმავთ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას“, -აცხადებს დავით ფილფანი.
ამ დროისთვის „ჰეშკელის ქოხების“ ტერიტორიაზე ცამეტი შენობაა, მათ შორის ქოხები და მოსასვენებელი სივრცეები.
როგორც დავით ფილფანმა Business Insideer Georgia-ს განუცხადა, მიმდინარე წელს ტურისტული ობიექტის დატვირთულობა არ იყო მაღალი.
„ყველაზე მეტი ტურისტი აგვისტოში გვსტუმრობდა. საიდანაც 70%-ს ადგილობრივები შეადგენდნენ, ხოლო 30%-ს უცხოელები“, - აცხადებს ობიექტის მფლობელი.
„ჰეშკელის ქოხები“ ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.