„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორი კომპანია „ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში სამშენებლო პროექტს „კომფორტ ჰილსს“ ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 38 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. დოლარს შეადგენს.
აღნიშნული სამშენებლო პროექტი, 16,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე ხორციელდება და ის სამ ფაზად მიმდინარეობს. მის ფარგლებში, A ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ის 14 სართულზე, 171 ბინას აერთიანებს. ამ ეტაპზე, B და C ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ჯამში 336 ბინას, სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს გააერთიანებს.
მეორე ფაზა 2026 წლის აგვისტოში, ხოლო პროექტი სრულად 2027 წლის ბოლოს დასრულდება.
„კომფორტ ჰილსი“ ჩვენი ახალი პროექტია რომელიც, ვაშლიჯვარში ხორციელდება. ის გამორჩეული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სრულად მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, რაც საცხოვრებელ გარემოს მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია და დღემდე წარმატებული და გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. სამომავლოდ, ახალი საცხოვრებელი სახლის და საოფისე პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებიც ქალაქის ურბანული გარემოს განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ჰილს კონსტრაქშენის დირექტორმა, გიორგი ფანცხავამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.