„ჰობი“ ასორტიმენტს აფართოებს და ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს
იმერეთისა და რაჭის მთებიდან მიღებული ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი“, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, მომხმარებელს ოჯახურ ტრადიციებზე დაფუძნებულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჰობის“ დამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა ცვლილებები განახორციელეთ ბოლო პერიოდში პროდუქციისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით?
ბოლო წლებში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა. ჩვენს თაფლზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. 2026 წლის იანვრიდან განვახორციელეთ რებრენდინგი, გავაფართოვეთ ასორტიმენტი და მომხმარებელს 550 გრამიან და 1 კილოგრამიან ჰექსაგონის ფორმის ქილებში შეფუთული თაფლი შევთავაზეთ. ამასთან, პროდუქციის ხაზს წაბლის თაფლიც დაემატა.

ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციით იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია დაინტერესებული. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი ტყემალი და აჯიკა და სურთ, რომ ეს პროდუქტები იაპონიაში „ჰობის“ ბრენდის სახელით გავიდეს. აგვისტოში მათი დელეგაცია ჩვენს საწარმოს ეწვევა, რის შემდეგაც თანამშრომლობის დეტალები გაირკვევა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ნატურალური ტყლაპის ახალი კატეგორიის დამატება, რომლის ქართულ ბაზარზე წარდგენას 2026 წლის ბოლომდე ვგეგმავთ.
როგორია დღეს „ჰობის“ პროდუქციის ასორტიმენტი და რომელ სახეობის თაფლზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ 400 გრამიან პაკეტებში შეფუთულ ალპურ (შერეულ), აკაციისა და წაბლის თაფლს. ასევე გვაქვს 250 გრამიან, 550 გრამიან და კილოგრამიან ქილებში წარმოდგენილი ალპური (შერეული), აკაციისა და წაბლის თაფლი.

აგვისტოს ბოლოს კი „ორ ნაბიჯში“ მომხმარებელი ახალ ეტიკეტირებას იხილავს - 520 გრამიან მაღალ და 380 გრამიან საშუალო ზომის ბოთლებში შეფუთულ თაფლს.
სულ მალე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვიწყებთ აჯიკისა და ტყემლის, ასევე 10 სახეობის ნატურალური ტყლაპის წარმოებას.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა ალპურ და აკაციის თაფლზეა. მიუხედავად იმისა, რომ წაბლის თაფლი შედარებით ძვირია, მასზეც მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება.
როგორ აფასებთ საქართველოში ნატურალური თაფლის ბაზრის განვითარების ტენდენციებს? შეიცვალა თუ არა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას მათ არჩევანზე?
დიახ, მომხმარებლის დამოკიდებულება იცვლება და ნატურალური თაფლის მიმართ ნდობაც იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს თაფლს ყოველდღიურად ახალი მომხმარებლები ემატებიან, რადგან ვინც ერთხელ გასინჯავს, როგორც წესი, მას კვლავ ირჩევს.
ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ თაფლის ხარისხის მუდმივ კონტროლს, რაც ბაზარზე დადებით შედეგებს გვაძლევს.

როგორია კომპანიის სამომავლო განვითარების სტრატეგია? გეგმავთ თუ არა სავაჭრო ქსელების გაფართოებას, ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობას ან გაყიდვების ახალი არხების დამატებას?
აუცილებლად ვგეგმავთ გაფართოებას. „ჰობის“ მიზანი თავიდანვე იყო და არის ნატურალური პროდუქციის წარმოება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც ფალსიფიცირებულ, როგორც იმპორტულ, ისე ადგილობრივ პროდუქტებს ჩაანაცვლებს.
გაჩერებას არ ვაპირებთ და გვჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ, დღეს იქნება ეს თუ მომავალში. „ჰობის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული იქნება თაფლი, აჯიკა, ტყემალი, ტყლაპი და კიდევ ბევრი სხვა პროდუქტი, რომელიც 100%-ით ნატურალური იქნება.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელების გაფართოებას, ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია „გვირილაში“, „ზღაპარში“, „ფრესკოში“, „უნივერსამში“, „ევროპროდუქტსა“ და „მადაგონში“. აგვისტოს ბოლოს კი ჩვენი პროდუქცია „ორ ნაბიჯშიც“ იქნება ხელმისაწვდომი.
2026 წლის ბოლოდან მინიმუმ ორი დიდი სავაჭრო ქსელის დამატებას ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი არის, რომ „ჰობის“ პროდუქცია ყველა ძირითად სავაჭრო ქსელში იყოს წარმოდგენილი.

ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ქართულ ბაზარზე იყოს ხელმისაწვდომი და ქართველმა მომხმარებელმა შეძლოს იმ ხარისხის მიღება, რომლის ექსპორტზეც მომავალში ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქტის მიმართ დიდია ინტერესი აშშ-დან, გერმანიიდან და იაპონიიდან.
სხვა სიახლეები
„ჰობი“ ასორტიმენტს აფართოებს და ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავს
03.08.2026.12:00