იანვარში საქართველომ $97 მილიონის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა
2026 წლის იანვარში საქართველომ 96 726.5 ათასი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანაში 138 718.3 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 143 431.9 ტონა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი 3%-ით არის შემცირებული.
საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილი ქვეყანაში რუსეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებს:
სხვა სიახლეები
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება
26.06.2026.18:32
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია:
• აპლიკაციების შევსება;
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge