იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა - გიორგი ჩაკვეტაძე
„ქართული ოცნების" ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად. ხოლო, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სტაჟიორის ხელფასი 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტის წევრები უნივერსიტეტებში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ხვდებიან.
„ახალგაზრდების მონაწილეობით შემუშავდება სტაჟირების ერთიანი სამთავრობო პროგრამაც, რომელიც მთელი დატვირთვით სექტემბრიდან ჩაეშვება. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება. განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებში სტაჟირების პროგრამა არის ნამდვილად გამორჩეული, რაც ახალგაზრდებს მისცემს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და შესაძლებლობას რომ დასაქმდნენ ღირსეულად და თავისი კარიერა საქართველოში გააგრძელონ", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.