მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იაპონიაში ღვინის ექსპორტი 549 %-ით გაიზარდა - დავით ტყემალაძე

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია  იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში  გამართულ კვებისა და სასმელების  საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობდა.

„ქართული ღვინის ცნობადობა აზიის ბაზარზე, კერძოდ, იაპონიაში, ყოველწლიურად იზრდება, რაც აისახება კონკრეტულ ციფრებში. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის  მონაცემებით, იაპონიაში  28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023  წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მიმდინარე წელს, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა იგეგმება. სააგენტოს მიზანია, გააცნოს მსოფლიოს, მათ შორის იაპონიას, რომ ღვინო და ღვინის დაყენება უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

როგორც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ,  გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობა ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების და ექსპორტის გაზრდის, ასევე ქართული ღვინის იაპონელი საზოგადოებისთვის გაცნობის  და ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს იაპონურ მარკეტინგულ, სავაჭრო და საკონსულტაციო კომპანიებთან, რაც სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ქვევრის ღვინო და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რომელსაც 2013 წელს, იუნესკოს (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა