იაპონური ყავის ტრადიციები, ახალი პროდუქტები და კულტურული პროექტები - როგორ ვითარდება „აიანომა“
„აიანომა“ თბილისში პირველი იაპონური კაფეა, რომელმაც საქმიანობა ექვსი თვის წინ დაიწყო. გახსნის დღიდან კომპანია სტუმრებს ავთენტურ იაპონურ ყავას, ტრადიციული მეთოდებით მომზადებულ სასმელებსა და იაპონური კულტურით შთაგონებულ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეების, მომხმარებელთა ინტერესისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „აიანომას“ დამფუძნებელი სუგიმოტო ტაცუია ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს აიანომას ამ ეტაპზე და რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში გახსნის შემდეგ?
გახსნის დღიდან აიანომას მთავარი პრინციპი უცვლელია - შევთავაზოთ სტუმრებს ავთენტური იაპონური, ხელით მომზადებული, ყავა, რომლის თითოეულ ფინჯანსაც განსაკუთრებული ყურადღებითა და ზრუნვით ვამზადებთ.
ყავის მარცვლები იაპონიიდან ჩამოგვაქვს, სადაც მათ გამოცდილი იაპონელი როსტერ- მასტერი თავისი უნიკალური მოხალვის ტექნიკით ამუშავებს. თითოეულ ფინჯანს ინდივიდუალურად, დიდი სიფრთხილითა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით ვამზადებთ, რისთვისაც მრავალწლიანი ისტორიის მქონე იაპონური მწარმოებლის ყავის მოსამზადებელ ინვენტარს ვიყენებთ.
ჩვენს იაპონელ და ქართველ გუნდის წევრებთან ერთად აქტიურად ვცდილობთ, როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც იაპონურ ფილოსოფიას - Ichigo Ichie-ს ეფუძნება. ეს არის რწმენა, რომ თითოეული შეხვედრა უნიკალურია და უნდა გავუფრთხილდეთ მას, როგორც ცხოვრებაში ერთადერთ და განუმეორებელ მომენტს.
ეს ფილოსოფია ჩვენი საქმიანობის დასაწყისიდან დღემდე უცვლელი რჩება.
ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ ყავის ასორტიმენტი, რათა სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება შეგვეთავაზებინა. დავამატეთ ახალი საავტორო ბლენდები და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული მაღალი ხარისხის ყავის სახეობები. ამჟამად ჩვენი კოლექცია ყავის 12 განსხვავებულ სახეობას აერთიანებს.

ასევე დავამატეთ ახალი იაპონური ჩაის სახეობები, საკვების მენიუში კი შევიტანეთ ტრადიციული იაპონური კვერცხის სენდვიჩი - Tamago Sando.
როგორ აფასებთ მომხმარებელთა ინტერესს და მოთხოვნას ამ დროისთვის? რამდენად გაამართლა კაფის კონცეფციამ და რა უკუკავშირს იღებთ სტუმრებისგან?
ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი სტუმრებისგან არაერთი დადებითი და გამამხნევებელი შეფასება მივიღეთ. ბევრი მათგანი განსაკუთრებით აღნიშნავს ჩვენი ყავის ხარისხს, კონცეფციის განსხვავებულობასა და სივრცის მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროს.
ტრადიციულ იაპონურ ყავის სახლებში, ე.წ. Kissaten-ებში, მუქად მოხალული ყავა დიდი ხანია ყავის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი საფირმო ბლენდებიც სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება და ძირითადად შედარებით მუქ მოხალვაზეა ორიენტირებული.
ამავდროულად, ბოლო წლებში მსოფლიო ყავის კულტურაში ღია მოხალვა უფრო პოპულარული გახდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყავა ზოგიერთი სტუმრისთვის სასიამოვნო აღმოჩენაა - ხშირად გვეუბნებიან, რომ მსგავსი გემოების გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ.
აიანომაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა დონეზე მოხალული ერთი და იმავე მარცვლებისგან მომზადებული ყავის დაგემოვნება. ეს სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეადარონ ღია და მუქი მოხალვის ყავა და თავად აღმოაჩინონ, რამდენად მნიშვნელოვნად ცვლის მოხალვის დონე ერთი და იმავე ყავის გემოს.
ჩვენ მუდმივად ვუსმენთ სტუმრების უკუკავშირს და მათ რეკომენდაციებს აქტიურად ვიყენებთ ახალი მენიუს პოზიციებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში. ჩვენი მიზანია, მუდმივად განვავითაროთ აიანომას გამოცდილება და ჩვენი მომხმარებლების თითოეული ვიზიტი კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ.
გაქვთ თუ არა დაგეგმილი ახალი პროექტები, ღონისძიებები ან თანამშრომლობები, რომლებიც მომხმარებლებს იაპონურ ყავის კულტურას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს?
ივნისიდან მოყოლებული აიანომაში პერიოდულად ვატარებთ ვორქშოპებს, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ ავთენტური იაპონური ყავის მომზადების მეთოდი KONO-ს დრიპერის გამოყენებით - სწორედ იმ მეთოდითა და ინვენტარით, რომელსაც აიანომაში ვიყენებთ. ამასთან ერთად, ვორქშოპების ფარგლებში სტუმრები უკეთ ეცნობიან იაპონური ყავის კულტურასა და მის ტრადიციებს.
სექტემბერში დავიწყეთ იაპონური ენის შეხვედრების ორგანიზებაც, რაც ჩვენს ბარისტებსა და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან იაპონურ ენაზე იურთიერთონ. ასევე დავიწყეთ არტ-ვორქშოპების ჩატარება ქართველი ხელოვანების - ეთო კაპანაძისა და მაია კაკაბაძის - მონაწილეობით.
2026 წლის ბოლოსთვის კი ვგეგმავთ აიანომას სივრცეში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენების მოწყობას.
ჩვენთვის იაპონური ყავის კულტურა მხოლოდ მომზადების ტექნიკასა და გემოს არ გულისხმობს. მას უფრო ფართო და თავისუფალ კონცეფციად აღვიქვამთ - კულტურად, რომელიც არ არის შეზღუდული მკაცრი წესებით ან ერთი კონკრეტული განმარტებით.
ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ სივრცე, სადაც ყავა კულტურული გაცვლის საწყისი წერტილი გახდება - ადგილი, სადაც იაპონური ესთეტიკა, ქართველების უნიკალური კულტურული ხედვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების გამოცდილება ერთმანეთს შეხვდება და სრულიად ახალ იდეებს შექმნის.
ამ ხედვით, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებისა და თანამშრომლობის განვითარებას - არა მხოლოდ ხელოვანებთან, არამედ თავად აიანომას სტუმრებთან ერთადაც.
რა ეტაპზეა კომპანიის განვითარების გეგმა და განიხილავთ თუ არა ახალი ლოკაციის გახსნას ან საქმიანობის გაფართოებას?
სამომავლოდ ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ საკუთარი ყავის მოხალვის მიმართულება და აიანომა ეტაპობრივად ახალ ლოკაციებზე გავაფართოვოთ.

გახსნიდან ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა გასული და ვგრძნობთ, რომ ჩვენი გზა სწორედ ახლა იწყება.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მუდმივად ვისწავლოთ, ვცადოთ ახალი მიდგომები და კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი პირველი სივრცის თითოეული დეტალი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის პრინციპია, რომელიც აიანომაში თავიდანვე დავისახეთ - თითოეული ფინჯანი ყავის გულწრფელი ზრუნვითა და განსაკუთრებული ყურადღებით მომზადება.
სხვა სიახლეები
იაპონური ყავის ტრადიციები, ახალი პროდუქტები და კულტურული პროექტები - როგორ ვითარდება „აიანომა“
10.11.2026.14:00