მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იაპონური რესტორნის გახსნასა და ახალი ფილიალების დამატებას ვგეგმავთ - „ხედი“

news image
mbc image

,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პროექტია. თბილისის უძველეს უბანში, ავლაბარში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარსა და მშვიდობის ხიდთან ახლოს  მდებარე სასტუმრო და რესტორანი  უცხოელი და ქართველი მომხმარებლებისთვის ადგილია, სადაც ნებისმიერ სეზონზე ვიზიტი ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია.  

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის  სონია ნიკოლაძის ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრენდი გაფართოებასა და იაპონური რესტორნის გახსნას გეგმავს.

„შევქმენით სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა და ყველაზე მეტად მოთხოვნადია. ერთი წელია, რაც გავიხსენით და ,,ხედი" უკვე ძალიან წარმატებულია.

მოთხოვნით და წარმოდგენილი სამზარეულოთი პირველები ვართ საქართველოში, ამ ნიშით უდავოდ გამოვირჩევით.  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფართოვდებით, დაგვემატება რამდენიმე ახალი ფილიალი და იაპონური რესტორნის ხაზი, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ", - აცხადებს სონია ნიკოლაძე.

რაც შეეხება წარმატების ფორმულას, ,,ხედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის სწორი სტრატეგია და მიგნება, რასაც ბრენდის განვითარება ეფუძნება.

„ჩვენი კომპანიის წარმატება განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში, ეს არის სწორი მენეჯმენტი და სტრატეგია, რასაც ვავითარებთ. ხარისხმა, ყველაფერმა ერთად, შესაძლებლობა მოგვცა,  შექმნილიყო პროდუქტი, რომელიც დღეს სექტორში ძალიან პოპულარულია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ სამზარეულო, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს, გამორჩეულია, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ესეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც ,,ხედის" პოპულარობა გაზარდა", - ამბობს სონია ნიკოლაძე Business Insider Georgia- თან.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების რესტორანი „ხედი“ სტუმრებს ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს სთავაზობს. 

შეფი იზო ძანძავა პირველი ქართველი მზარეულია, რომელიც მიშლენის გზამკვლევშია მოხსენიებული. შეფმზარეული მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა რეცეპტებს საქართველოს მასშტაბით და სპეციალურად რესტორან „ხედისთვის” მოდერნიზებული ქართული სამზარეულოს მენიუ შექმნა. 

ცნობისთვის, ,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პირველი პროექტია, რომელიც ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე,  24  ნომერში მდებარეობს. 

სასტუმრო ამართლებს საკუთარ სახელწოდებას და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით - ამ ადგილიდან ძველი თბილისი პანორამა ხელისგულზე იშლება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა