მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის აქციონერი გახდა

news image
mbc image

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. აღნიშნულ გარიგებაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს გააძლიეროს კრედო ბანკის ინიციატივა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დაუჭიროს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს.

კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ  მიკროსაფინანსო ჰოლდინგი - Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.

“მივესალმები Gojo & Company, Inc.-ს, როგორც ჩვენს ახალ აქციონერს. მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კრედო ბანკის პოზიციონირებასა და ჩვენს მთავარ მიზანს, მივაწოდოთ მდგრადი ფინანსური სერვისები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებზე განსაკუთრებული აქცენტით. აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი აქციონერების ნდობას ბანკისადმი და მის პოტენციალს, როგორც საფუძველს მომავალი ზრდისთვის. ამავდროულად, წაახალისებს ფინანსური ჩართულობის ამაღლებას, პოზიტიურ გარემოსდაცვით გავლენას და ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყანაში”- განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

Gojo & Company, Inc.-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაეჯუნ შინმა აღნიშნა: “მოხარულნი ვართ კრედო ბანკთან თანამშრომლობით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო მისია - ფინანსური ჩართულობის ამაღლება მსოფლიოში. კრედო ბანკი საქართველოს რეგიონებში გამორჩეულ როლს ასრულებს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შექმნაში, ჩვენ კი მოუთმენლად ველით მხარი დავუჭიროთ მის მუდმივ ზრდასა და განვითარებას.”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საქართველოს საბანკო სივრცეში მსგავსი წილობრივი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია. ყოველივე ეს მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ არსებულ მაღალ ნდობასა და მდგრადობაზე. საერთაშორისო ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზეც, მათ შორის - ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას, საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოსახლეობისათვის და კონკურენციის ზრდას. ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეს ინვესტიციაც მეტყველებს.”

Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებლებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით,ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა