მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

news image
mbc image

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ახლა უკვე ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაშიც არის ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკისა და ბულბულის პარტნიორობის ფარგლებში, ბავშვებსა და მშობლებს იავნანას სამენოვანი ვერსიების მოსმენა აუდიო ზღაპრების პლატფორმაზეც შეეძლებათ.

ბულბული აუდიო ზღაპრების პლატფორმაა, რომელიც ბავშვებს 100-მდე ხალხური და კლასიკური ზღაპრის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმას ყოველკვირეულად ახალი ჩანაწერები ემატება, ზღაპრები კი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბავშვებისთვის ქართული ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებაში ეხმარება. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ახალი სიტყვების ნაცნობ მნიშვნელობებთან დაკავშირებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულბულის ვებ-გვერზე და აპლიკაციაში ბავშვებს მრავალფეროვან აუდიოკონტენტთან ერთად ისეთი ისტორიებისა და ჩანაწერების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებას ქმნის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, პლატფორმაზე „იავნანას“ სამენოვანი ვერსიებიც დაემატა. გვჯერა, რომ ეს ჩანაწერები კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, ქართული ენის მოსმენა ყოველდღიურობის ბუნებრივ და სასიამოვნო ნაწილად აქციოს და მასთან კავშირი შეინარჩუნოს“, - განაცხადა ნათია ამირიძემ, “ბულბულის” თანადამფუძნებელმა

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზეა ხელმისაწვდომი. სამივე ვერსიის მოსმენა შესაძლებელია ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში, ასევე YouTube-სა SoundCloud-ზე.

საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერას წლებია აგრძელებს და მათთვის საქართველოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას ქმნის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

21.08.2026.16:48

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ახლა უკვე ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაშიც არის ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკისა და ბულბულის პარტნიორობის ფარგლებში, ბავშვებსა და მშობლებს იავნანას სამენოვანი ვერსიების მოსმენა აუდიო ზღაპრების პლატფორმაზეც შეეძლებათ.

ბულბული აუდიო ზღაპრების პლატფორმაა, რომელიც ბავშვებს 100-მდე ხალხური და კლასიკური ზღაპრის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმას ყოველკვირეულად ახალი ჩანაწერები ემატება, ზღაპრები კი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბავშვებისთვის ქართული ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებაში ეხმარება. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ახალი სიტყვების ნაცნობ მნიშვნელობებთან დაკავშირებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულბულის ვებ-გვერზე და აპლიკაციაში ბავშვებს მრავალფეროვან აუდიოკონტენტთან ერთად ისეთი ისტორიებისა და ჩანაწერების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებას ქმნის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, პლატფორმაზე „იავნანას“ სამენოვანი ვერსიებიც დაემატა. გვჯერა, რომ ეს ჩანაწერები კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, ქართული ენის მოსმენა ყოველდღიურობის ბუნებრივ და სასიამოვნო ნაწილად აქციოს და მასთან კავშირი შეინარჩუნოს“, - განაცხადა ნათია ამირიძემ, “ბულბულის” თანადამფუძნებელმა

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზეა ხელმისაწვდომი. სამივე ვერსიის მოსმენა შესაძლებელია ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში, ასევე YouTube-სა SoundCloud-ზე.

საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერას წლებია აგრძელებს და მათთვის საქართველოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას ქმნის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა