მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

news image
mbc image

როგორ შეიძლება ბავშვმა ქართულ ენასთან კავშირი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ის საქართველოსგან შორს იზრდება? სწორედ ამ კითხვას პასუხობს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“. 

პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში შექმნილი იავნანას ვერსიები ქართული ენის სწავლას ბავშვისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოს - ძილის წინ მოსმენილ მუსიკას  უკავშირებს. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ქართულ სიტყვებს მისთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებთან და ყოველდღიურ კონტექსტთან აკავშირებს.

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა. სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე:

ქართულ - ინგლისური ვერსია 

ქართულ - იტალიური ვერსია

ქართულ - ბერძნული ვერსია

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებს აქტიურად უჭერს მხარს და მათთვის სამშობლოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, რომელზეც ბანკთან ერთად კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ და Heima Production-მა იმუშავეს.

ზოგჯერ ქართულ ენასთან კავშირი ერთი იავნანას მოსმენით იწყება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

13.08.2026.18:17

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის სპეციალურ შეთავაზებას იწყებს. 11 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, თუ მშობელი შვილს sCoolApp-ში დაარეგისტრირებს და ის აპლიკაციაში ავტორიზაციას გაივლის, მშობელი 10 ლარს მიიღებს, ხოლო 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლები - რიგითობის შესაბამის საჩუქარს: 50, 100, 500 ან 1000 ლარს.

კამპანიაში ჩართვა მარტივია: მშობელმა შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან უნდა დაარეგისტრიროს, რის შემდეგაც შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია უნდა გაიაროს. წარმატებული რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ მშობელი საჩუქრის შესახებ შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. დამატებით, 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლებს კი რიგითობის შესაბამისი პრიზი ავტომატურად გადაეცემათ.
საჩუქრის მიღების შესახებ ინფორმაციას მშობელი SMS-ით ან მობილბანკის შეტყობინების სახით, ხოლო sCoolApp-ის გასააქტიურებლად საჭირო მონაცემებს ბავშვი SMS-ის საშუალებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ვრცელდება თითოეულ წარმატებულ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, თუ მშობელს რამდენიმე შვილი ჰყავს, მას შესაძლებლობა აქვს, საჩუქარი თითოეული ბავშვის რეგისტრაციისთვის ცალ-ცალკე მიიღოს.

როგორ ჩაერთოთ კამპანიაში

● დაარეგისტრირეთ შვილი  sCoolApp-ში მობილბანკიდან; 
● დარწმუნდით, რომ შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია გაიარა;
● დაელოდეთ საჩუქრის შესახებ SMS-ს ან მობილბანკის შეტყობინებას.
ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლებსაც უამრავი საინტერესო შეთავაზება და ფუნქციონალი მოყვება. აპლიკაციას უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. გადმოწერეთ sCoolApp ან გაიგეთ მეტი აპლიკაციის შესახებ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა