მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი - საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უჭერს მხარს, რათა მათ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საკუთარ ოჯახთან და სამშობლოსთან კავშირი შეინარჩუნონ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი - იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი რომელიც ყველასთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის გაცნობის საშუალებად აქცევს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ საბანკო სერვისებითა და პროდუქტებით დავუჭიროთ მხარი, არამედ ისეთი ინიციატივები შევქმნათ, რომლებიც მათთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, შვილებმა ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზღვარგარეთ იზრდებიან. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი. გვჯერა, რომ სამშობლოსთან კავშირი ხშირად სწორედ ასეთი პატარა, ყოველდღიური გამოცდილებებით მყარდება“, - ამბობს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.

პროექტი ეფუძნება ადრეული ასაკის ბავშვების ენის ათვისების პრინციპებს. კვლევების მიხედვით, ბავშვები ახალ ენას ყველაზე ეფექტურად რიტმის, განმეორებისა და ემოციური კონტექსტის საშუალებით სწავლობენ, ხოლო იავნანა ერთ-ერთი პირველი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში ყოველდღიურად მრავალჯერ ისმენს.

„პროექტზე მუშაობისას ერთი მარტივი კითხვა გვქონდა - როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე ისწავლოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი კი არა, ყოველდღიურობის ნაწილი იყოს? სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ყველაზე ხშირად განმეორებადი ხმა ბავშვის ცხოვრებაში იავნანაა. სწორედ ამ კონტექსტმა მოგვცა შესაძლებლობა, იავნანა ბავშვის პირველი ქართული ენის გაკვეთილად გვექცია” - ამბობს კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი ეკა ყიფიანი.

სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, პედაგოგებთან, მწერლებთან, თარჯიმნებთან და კომპოზიტორებთან თანამშრომლობით, შეიქმნა ერთსაათიანი ორენოვანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ქართულ ენას ბავშვისთვის უკვე ნაცნობ ენებთან აერთიანებს. იავნანას ახალი ვერსია ოთხ ძირითად თემას მოიცავს: ოჯახს, სხეულს, ბუნებასა და ცხოველებს - იმ სიტყვებსა და ცნებებს, რომლებსაც ბავშვები ყველაზე ადრეულ ასაკში ეცნობიან.

თითოეულ კომპოზიციაში ბავშვი ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე ისმენს მარტივ სიტყვებსა და წინადადებებს, შემდეგ კი იმავე მნიშვნელობას ქართულად. ასე ახალი სიტყვები იზოლირებულად კი არ ისწავლება, არამედ უკვე ნაცნობ მნიშვნელობასა და კონტექსტს უკავშირდება, რაც მათ ბუნებრივად დამახსოვრებას უწყობს ხელს.

„პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანას სიმშვიდე და ემოციური ხასიათი სრულად შეგვენარჩუნებინა. ამიტომ ახალი სიტყვები და ფრაზები მელოდიაში ისე ჩავაქსოვეთ, რომ იავნანა ყოფილიყო ის, რასაც მშობლები ყოველ საღამოს შვილებს ჩაურთავდნენ. გვინდოდა, ბავშვებისთვის ეს ყოფილიყო არა სასწავლო ჩანაწერი, არამედ თბილი, დამამშვიდებელი იავნანა, რომელსაც თან ბუნებრივად მოჰყვება ქართული სიტყვების დამახსოვრება”, - აღნიშნავს Heima Production - ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი მებო ნუცუბიძე.

იავნანა ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა - იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც ქართველი ოჯახები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ერთჯერადი კამპანია არ არის. იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი მუსიკალურ პლატფორმებზე (Youtube, Spotify, Soundcloud) ეტაპობრივად განთავსდება და მისი მოსმენა ბავშვებს ყოველდღიურად, ძილის წინ შეეძლებათ. ასე ქართული ენა ბავშვის ყოველდღიური გარემოს ბუნებრივ ნაწილად იქცევა მაშინაც კი, როდესაც ის სამშობლოდან შორს იზრდება. 

ზოგჯერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება სწორედ ერთი იავნანათი იწყება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა