მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი - საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უჭერს მხარს, რათა მათ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საკუთარ ოჯახთან და სამშობლოსთან კავშირი შეინარჩუნონ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი - იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი  რომელიც ყველასთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის გაცნობის საშუალებად აქცევს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ საბანკო სერვისებითა და პროდუქტებით დავუჭიროთ მხარი, არამედ ისეთი ინიციატივები შევქმნათ, რომლებიც მათთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, შვილებმა ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზღვარგარეთ იზრდებიან. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი საგანმანათლებლო პროექტი  იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი. გვჯერა, რომ სამშობლოსთან კავშირი ხშირად სწორედ ასეთი პატარა, ყოველდღიური გამოცდილებებით მყარდება“, - ამბობს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.

პროექტი ეფუძნება ადრეული ასაკის ბავშვების ენის ათვისების პრინციპებს. კვლევების მიხედვით, ბავშვები ახალ ენას ყველაზე ეფექტურად რიტმის, განმეორებისა და ემოციური კონტექსტის საშუალებით სწავლობენ, ხოლო იავნანა ერთ-ერთი პირველი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში ყოველდღიურად მრავალჯერ ისმენს. 

„პროექტზე მუშაობისას ერთი მარტივი კითხვა გვქონდა - როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე ისწავლოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი კი არა, ყოველდღიურობის ნაწილი იყოს? სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ყველაზე ხშირად განმეორებადი ხმა ბავშვის ცხოვრებაში იავნანაა. სწორედ ამ კონტექსტმა მოგვცა შესაძლებლობა, იავნანა ბავშვის პირველი ქართული ენის გაკვეთილად გვექცია” - ამბობს კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი  ეკა ყიფიანი.

სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, პედაგოგებთან, მწერლებთან, თარჯიმნებთან და კომპოზიტორებთან თანამშრომლობით, შეიქმნა ერთსაათიანი ორენოვანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ქართულ ენას ბავშვისთვის უკვე ნაცნობ ენებთან აერთიანებს. იავნანას ახალი ვერსია ოთხ ძირითად თემას მოიცავს: ოჯახს, სხეულს, ბუნებასა და ცხოველებს - იმ სიტყვებსა და ცნებებს, რომლებსაც ბავშვები ყველაზე ადრეულ ასაკში ეცნობიან. 

თითოეულ კომპოზიციაში ბავშვი ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე ისმენს მარტივ სიტყვებსა და წინადადებებს, შემდეგ კი იმავე მნიშვნელობას ქართულად. ასე ახალი სიტყვები იზოლირებულად კი არ ისწავლება, არამედ უკვე ნაცნობ მნიშვნელობასა და კონტექსტს უკავშირდება, რაც მათ ბუნებრივად დამახსოვრებას უწყობს ხელს.

„პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანას სიმშვიდე და ემოციური ხასიათი სრულად შეგვენარჩუნებინა. ამიტომ ახალი სიტყვები და ფრაზები მელოდიაში ისე ჩავაქსოვეთ, რომ იავნანა ყოფილიყო ის, რასაც მშობლები ყოველ საღამოს შვილებს ჩაურთავდნენ. გვინდოდა, ბავშვებისთვის ეს ყოფილიყო არა სასწავლო ჩანაწერი, არამედ თბილი, დამამშვიდებელი იავნანა, რომელსაც თან ბუნებრივად მოჰყვება ქართული სიტყვების დამახსოვრება”, - აღნიშნავს Heima Production - ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი მებო ნუცუბიძე.

იავნანა ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა - იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც ქართველი ოჯახები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ერთჯერადი კამპანია არ არის. იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი მუსიკალურ პლატფორმებზე (Youtube, Spotify, Soundcloud) ეტაპობრივად განთავსდება და მისი მოსმენა ბავშვებს ყოველდღიურად, ძილის წინ შეეძლებათ. ასე ქართული ენა ბავშვის ყოველდღიური გარემოს ბუნებრივ ნაწილად იქცევა მაშინაც კი, როდესაც ის სამშობლოდან შორს იზრდება. 

ზოგჯერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება სწორედ ერთი იავნანათი იწყება. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა