ICE Engineering Group-მა მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში თანამდეროვე Otis-ის ბრენდის ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა
ICE Engineering Group-მა დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ის პროექტზე მუშაობა დაასრულა.
როგორც Business Insider Georgia-სთან ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO-მ ლაშა თედორაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ Grand Mall-ში Otis-ის ბრენდის 19 ერთეული ტექნიკის მონტაჟი განახორციელა.
„ჯამში Grand Mall-ში 19 ერთეული ლიფტი და ესკალატორი დამონტაჟდა, (მათ შორის 14 ესკალატორი, ხოლო 5 ლიფტი). ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, სამგზავრო და სატვრთო ლიფტების ტვირთამწეობა 2 ტონაა.
Grand Mall-ში დამონტაჟდა Otis-ის ბრენდის ლიფტები. Otis-ი არის ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში, რომელმაც ზოგადად ლიფტი გამოიგონა. შესაბამისად ჩვენ შეკვეთა უმაღლეს დონეზე შევასრულეთ“, - აცხადებს ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO.
ლაშა თედორაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის Grand Mall-ის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთა იყო, თუმცა კომპანიას აღნიშნულზე უფრო რთული და დიდი პროექტებიც განუხორციელებია.
„პროექტები იყოფა სხვადასხვა სეგმენტად, მაგალითად ჩვენ სტრატეგიულად ვპარტნიორობთ „ორბთან“, სადაც 52 სართულიან შენობაში ლიფტები დავამონტაჟეთ, რომელიც 3 მ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობს. საუბარი მაქვს მაღალ და სწრაფ ლიფტებზე. Grand Mall-ის პროექტი საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო. თუმცა გეტყვით, რომ ამაზე დიდი პროექტებიც გაგვიკეთებია“, - აცხადებს ლაშა თედორაძე.
ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO მიმდინარე დიდი პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ დროისათვის კომპანია სამუშაოებს აწარმოებს Alliance Privilege-ს პროექტში.
„საუბარია სასტუმროს და კაზინოს ლიფტების მონტაჟზე. ასევე სასტუმრო Holiday Inn-ზე სადაც ვაკეთებთ 19 ერთეული: 15 ლიფტისა და 4 ესკალატორის მონტაჟს. ასევე ჩვენი მიმდინარე დიდი პროექტია Bagrationi Residence, სადაც პარალელურად მიმდინარეობს 4 ერთეული 33 სართულიანი ლიფტების მონტაჟი.
გეტყვით, რომ ზოგადად მოთხოვნა გაზრდილია მშენებლობის პარალელურად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში და ბათუმში მშენებლობა განსაკუთრებით პროგრესირებს და შენობები დღეს ლიფტის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორც მშენებლობაა დღეს პროგრესის პიკში, ასევე დღეს ჩვენი სეგმენტიც მოთხოვნადი და მზარდია“, - ამბობს ICE Engineering Group-ის დასავლეთ საქართველოს CEO.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.