მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ICTA-ს წევრი DataArt IT Camp 2026-ზე რეგისტრაციას აცხადებს

news image
mbc image

ტექნოლოგიური სექტორის განვითარება იწყება ხარისხიან ცოდნაზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინდუსტრიის პროფესიონალებთან წვდომით. ICTA-ს წევრი კომპანია DataArt ხსნის რეგისტრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე - IT Camp 2026: Build Your Edge.

2–14 ნოემბერს დაგეგმილი უფასო ონლაინ პროგრამა 8 ინტერაქტიულ ვებინარსა და 4 პრაქტიკულ ვორქშოპს გააერთიანებს. მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა:

● ხელოვნური ინტელექტი;
● მონაცემები;
● Full-Stack დეველოპმენტი;
● NET;
● კიბერუსაფრთხოება;
● IT სერტიფიკაციები;
● ბიზნესკომუნიკაცია.

IT Camp-ის ფორმატი მონაწილეებს საკუთარი ინტერესებისა და კარიერული მიზნების შესაბამისად სესიების შერჩევის საშუალებას აძლევს. ყველა ვებინარზე და ვორქშოპზე დასწრება სავალდებულო არ არის - თითოეულ მონაწილეს შეუძლია მისთვის რელევანტური თემები აირჩიოს და ინდივიდუალური განრიგი შექმნას.
პროგრამა ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე და მონაწილეობა უფასოა. ვებინარებსა და პრაქტიკულ სესიებს ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან.

ICTA-სთვის წევრი კომპანიების მსგავსი ინიციატივები სექტორის განვითარებაში კერძო ბიზნესის პრაქტიკული წვლილის მნიშვნელოვანი მაგალითია. ასოციაციის წევრები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან, არამედ ცოდნას უზიარებენ მომავალ პროფესიონალებს, ავითარებენ ტალანტს და განათლებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს აძლიერებენ.

ICTA აერთიანებს და ფართო აუდიტორიას აცნობს წევრი კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებიც ტექნოლოგიურ განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომას უწყობს ხელს. DataArt IT Camp 2026 სწორედ ასეთი ინიციატივაა - პროგრამა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ინდუსტრიის აქტუალური მიმართულებები პრაქტიკოსებთან ერთად შეისწავლონ და საკუთარი კარიერული განვითარების გზა უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებებით დაგეგმონ.

რეგისტრაცია ღიაა 1 ნოემბრის 23:00 საათამდე, თბილისის დროით - 19:00 UTC.

IT Camp 2026: 2–14 ნოემბერი

ფორმატი: ონლაინ

ენა: ინგლისური

ღირებულება: უფასო

რეგისტრაცია და პროგრამის დეტალები:

DataArt IT Camp 2026 აჩვენებს, როგორ გარდაქმნიან ICTA-ს წევრი კომპანიები საკუთარ ექსპერტიზას სექტორისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობად - ცოდნის გაზიარებით, ახალი ტალანტის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში - გიორგი ერაძე

23.10.2026.16:35

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს. საბჭოს ფარგლებში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და მსჯელობენ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის შეფასებით, საერთაშორისო საფოსტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ საფოსტო სექტორის განვითარების აქტუალური საკითხები, გავეცნოთ წარმატებულ პრაქტიკას და ვიმუშაოთ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ფოსტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საფოსტო მომსახურების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, ეფექტური და თანამედროვე მომსახურების შეთავაზებას.

მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭო 48 წევრი ქვეყნისგან შედგება და მსოფლიო საფოსტო ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა