მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იდეა დეველოპმენტის საახალწლო შეთავაზებები

news image
mbc image

იდეა დეველოპმენტის საახალწლო შეთავაზებები,  რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

დასრულებულ პროექტში, რემონტი საჩუქრად და განსაკუთრებული შეთავაზებები მათთვის, ვინც ცხელ ხაზზე დარეკავს.

იდეა დეველოპმენტის ახლად დასრულებულ პროექტში “იდეა პანორამა I”, საჩუქრად ბინის სრულ რემონტს მიიღებთ. თუმცა, როგორც კომპანია აცხადებს, საახალწლოდ, მომავალ მაცხოვრებელს დამატებითი, გამორჩეული შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ პირობებს კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვისას შეიტყობთ.

+995 599 51 19 11

იდეა დეველოპმენტისთვის 2025 ზრდისა და განვითარების წელი იყო. კომპანიამ წარმატებით დაასრულა „იდეა პანორამას“ პირველი ეტაპი, „იდეა პანორამა I“, პრემიუმ, მულტიფუნქციური კომპლექსი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე და ამით გადადგა პირველი ნაბიჯი, პროექტის კონცეფციის განხორციელებისთვის: ბალანსი ბუნებასა და ქალაქს შორის. 

კომპანიამ პარალელურად დაიწყო „იდეა პანორამა II“ - ის მშენებლობა. წლის განმავლობაში დაანონსდა ახალი პრემიუმ პროექტი ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, ხოლო თბილისის შემოგარენში დაიგეგმა ახალი, შერეული დანიშნულების კერძო დასახლების მშენებლობა.

სწორედ წარმატებული წლის აღსანიშნავად, შექმნა იდეა დეველოპმენტმა სპეციალური საახალწლო შეთავაზებები საკუთარი მომხმარებლისთვის

ideadevelopment.ge

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა