„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა
ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებშიდაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას გადაეცემათ.
Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა, ბენზინის 1.5 ატმოსფერული ძრავით, უმაღლესი კომპლექტაციითა დათანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, ოფიციალური ავტოსალონის გარანტიით.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Geely-ს საუკეთესო მოდელებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. „იდეა დეველოპმენტთან“ თანამშრომლობა აჩენს დამატებით შესაძლებლობას, რომ მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ისეთი გამორჩეული კომფორტით, რომელსაც Coolray და Geely Emgrand სთავაზობს მომხმარებელს. Geely-ს სამოდელო ხაზის ორივე მოდელი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე და იდეალურია ქალაქში გადასაადგილებლად. პარკინგისთვის Coolray-ც და Emgrand-იც ძალიან პრაქტიკულია. ორივეს აქვს თანამედროვე და დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი, რაც მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილის განცდას უტოვებს. გაყიდვების კუთხით ჩვენი ბესტსელერი არის Coolray, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, იქიდან გამომდინარე, რომ არის მაღალი კლირენსით, SUV სტილში და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.