„იელთი ჯგუფი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების წარმდგენია
„იელთი ჯგუფი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის მთავარი წარმდგენი პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა, მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ სირაძემ და „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა მამუკა მახარაძემ მოაწერეს.
პარტნიორობა ეფუძნება საერთო მიზანს: საქართველოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის მაღალი ნიშნულის შექმნა და ინდუსტრიის მიღწევების აღიარება.
„იელთი ჯგუფის“ საქმიანობა დეველოპმენტთან ერთად მოიცავს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებებს. საქმიანობის მასშტაბს ადასტურებს ისიც, რომ პროექტებში მესაკუთრე-ინვესტორები 71 ქვეყნის პასპორტით არიან წარმოდგენილი.
საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან თანამშრომლობა, სასტუმროების და აპარტოტელების განვითარება და ინოვაციური სერვისების დანერგვა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერა სრულად ეხმიანება „იელთი ჯგუფის“ ხედვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი პროექტების განვითარებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მთლიანად ინდუსტრიის წინსვლას. ეს პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, სექტორის გამორჩეული მიღწევების წარმოჩენას და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას“, განაცხადა „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა მამუკა მახარაძემ.
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წელს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ჩვენი მიზანია, ის იყოს არა მხოლოდ ყოველწლიური დაჯილდოება, არამედ სანდო პროფესიული პლატფორმა და ხარისხის რეალური ორიენტირი ინდუსტრიისთვის. სწორედ ამიტომ, წელს მნიშვნელოვნად განვაახლეთ როგორც პროექტის ფორმატი, ისე შეფასების მეთოდოლოგია.
ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ განახლებულ პლატფორმას მხარდაჭერას უცხადებს ბაზრის ლიდერი კომპანია „იელთი ჯგუფი“. ეს გვაძლევს მეტ შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ ადამიანები და ბიზნესები, რომლებსაც ქართული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ასევე ხელი შევუწყოთ პროფესიული სტანდარტების მუდმივ განვითარებას და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას” - ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს. 2026 წელს პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა.
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
სხვა სიახლეები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
08.10.2026.14:00
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და
სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.
სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.
აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:
· ქირურგიის ეროვნული ცენტრი
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC
ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz