„იელთი ჯგუფი“ „სუხიშვილების“ საიუბილეო ამერიკული ტურნეს გენერალური სპონსორია
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ბრენდი და ქართული კულტურის ამბასადორი, არსებობის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ტურნეს მართავს. ქართული ცეკვის ბრწყინვალე ფენომენი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.
ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილეს ქალაქებში გამართული საიუბილეო კონცერტების მთავარი მხარდამჭერი და ტურის გენერალური სპონსორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ არის.
„იელთისთვის“ უდიდესი პატივია აღნიშნული ტურნეს სპონსორობა. კომპანიისთვის პრიორიტეტულია იმ ფასეულობების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას უწყობს ხელს, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და მომავალ თაობებს ეროვნულ ტრადიციებს უნარჩუნებს.
რვა ათწლეულის განმავლობაში „სუხიშვილების“ სახელი მსოფლიო მასშტაბით იქცა ქართული სულის, ენერგიისა და კულტურის სინონიმად. თითოეული კონცერტი უცხოეთში უპრეცედენტო აჟიოტაჟითა და ანშლაგით იმართება, ხოლო საიუბილეო ტურნე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ანსამბლის ხელოვნება და ოსტატობა მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა.
ტურის განრიგი ჩრდილოეთ ამერიკაში მოიცავს შემდეგ ქალაქებს:
• ლოს-ანჯელესი - 11 ოქტომბერი
• სან-ფრანცისკო - 14-15 ოქტომბერი
• ტორონტო - 22-23 ოქტომბერი
• ნიუ-იორკი - 24-25 ოქტომბერი
• ვაშინგტონი - 28 ოქტომბერი
• მაიამი - 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და „იელთი ჯგუფი“ დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად გელოდებათ!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.