მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

IG Development Georgia ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე სავაჭრო ცენტრს ააშენებს - მინდია საბანაძე

news image
mbc image

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით, საკუთარ პორტფელს აფართოებს და ახალი მოლების მშენებლობას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.

როგორც „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (IG Development Georgia) დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე განმარტავს, სითი მოლი ბათუმი Ambassadori Island Batumi-ის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც კომპანიამ მიწა უკვე შეიძინა.

„მოზიდული კაპიტალი ძირითადად მიემართება როგორც სითი მოლი საბურთალოს განვითარებაზე, ასევე სითი მოლი გლდანის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ასევე ორი დიდი პროექტი ბათუმში -  ამბასადორი აილანდზე შევიძინეთ ტერიტორია და იქ ავაშენებთ დაახლოებით 120 ათას კვ. მ სავაჭრო ცენტრს, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს არამხოლოდ ბათუმს, არამედ რეგიონსაც, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება სრული მრავალფეროვნება, სრული ასორტიმენტი და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული სიტყვა, ვიდრე ადრე თქმულა და ვიდრე დღემდე გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს ასევე კიდევ ერთი პროექტი - ქუთაისში, სადაც ყოფილი კადეტების კორპუსი შევიძინეთ და სადაც ასევე ვაპირებთ სავაჭრო ცენტრის განვითარებას. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით, მაგრამ მოზიდული კაპიტალი სწორედ აქ მიდის, ხოლო სხვა დანარჩენი ჩვენი პირადი სახსრებით ხორციელდება“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ სითი მოლის ბათუმის მშენებლობა დაახლოებით 2–2,6 წელში დასრულდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას, მინდია საბანაძის თქმით, ინვესტიციის მოცულობა პროექტის განხორციელებისას ყოველთვის იზრდება.

„არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, რადგან შესაძლოა შემდეგ ცვლილებები მოხდეს, რადგან როცა ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ 200–250 მლნ-ის ფარგლებში ჩავეტევით, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამ თანხაში ვერ ვეტევით და პროექტი ცოტა გვიძვირდება. იმიტომ, რომ, როგორც ქართველებმა ვიცით, მადა ჭამაში მოდისო და სულ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, რაღაც ახალი შევქმნათ და აქედან გამომდინარე იზრდება“, - ამბობს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება სითი მოლი გლდანის გაფართოების პროექტს, პროცესი დაახლოებით 1 წელში დასრულდება.

„ძალიან მალე დასრულდება. ყველა სირთულე, რაც იყო, უკვე გადატეხილია. ეს ხომ არსებული მოლია და ძირითადი სირთულე იყო გადაბმები. ეს ყველა სირთულე უკვე გადაჭრილია და მიმდინარეობს ძალიან მარტივი სამუშაოები, და ალბათ 1–1,5 წელიწადში სრულიად გაიხსნება თავისი კინო-თეატრებით, ჯიმით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით და კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვნებით“, - აცხადებს საბანაძე.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარისა და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

დღეისათვის „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი საბურთალო და სითი მოლი გლდანი, ასევე სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

09.10.2026.19:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა