იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება - თეა ზაქარაძე
იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, - ამის შესახებ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.
„კი, იგეგმება. ბათუმთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ პროცესს. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმში 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. აეროპორტის, ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობა ბათუმში დაახლოებით 1 400 000-მდეა, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გაფართოება. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის ბათუმთან დაკავშირებით ახალი ამბები გვექნება“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.