Eagle Hills Georgia იმ TOP 10 კომპანიაშია, რომლებმაც 2025 წლის IV კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში
საწარმოები, სადაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა „იგლ ჰილს საქართველოც“ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგლ ჰილს საქართველო იმ საწარმოების TOP 10-შია, სადაც ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
TOP 10 კომპანია ყველაზე მსხვილი ინვესტიციებით - მეოთხე კვარტლის სტატისტიკა:
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის IV კვარტალში 391.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.3 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 202.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 38.7 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
„თოლია“ სანაყინეების ქსელის გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ რიგით 34-ე ფილიალი გახსნა
21.09.2026.16:00
კომპანია „თოლია“ სანაყინეების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. სულ ახლახან კომპანიამ რიგით 34-ე ფილიალი გახსნა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თოლიას“ სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა ბერდია ბედიაშვილმა განუცხადა.
კომპანია საცალო ნაყინის მიმართულებას ავითარებს და ფილიალების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, იმ საანაყინეებში, სადაც სივრცე ამის შესაძლებლობას იძლევა, ინდუსტრიული ნაყინის მაცივრები მონტაჟდება, პარალელურად კი ქსელს ახალი, რიგით 34-ე ფილიალი შეემატა, რომელიც დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე 33 ნომერში მდებარეობს.
გარდა ამისა, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ობიექტის გახსნაზე უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი და მის გახსნას 2027 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ“, - აცხადებს ბერდია ბერდიაშვილი.