იყიდე ახლა, გადაიხადე ეტაპობრივად: Wildberries ონლაინშოპინგის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და გადახდის კულტურაც. მსოფლიო საცალო ვაჭრობაში სულ უფრო პოპულარული ხდება BNPL (Buy Now, Pay Later) მოდელი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქცია დღესვე შეიძინოს, მისი ღირებულება კი რამდენიმე გადახდაზე გადაანაწილოს.
მოქნილი გადახდის პირობები Wildberries-ზე
Wildberries საქართველოში მომხმარებლებს ეტაპობრივი გადახდის სერვისს სთავაზობს. სასურველი პროდუქციის შეკვეთა წინასწარი გადახდის გარეშეა შესაძლებელი: მომხმარებელი თანხის პირველ ნაწილს მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ იხდის, დარჩენილ თანხას კი 45 დღეზე დამატებითი საკომისიოს გარეშე ანაწილებს.
აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია წინასაახალწლო პერიოდში, მით უმეტეს, რომ ამჟამად Wildberries-ზე ყველა კატეგორიის პროდუქციაზე 90%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
გადახდის მოქნილი პირობები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, არ გადადონ მნიშვნელოვანი შენაძენები - იქნება ეს ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ელექტრონიკა თუ საახალწლო საჩუქრები.
გარდა ამისა, საქართველოში ფუნქციონირებს Wildberries-ის შეკვეთების გაცემის 100-მდე პუნქტი, ასევე ხელმისაწვდომია საკურიერო მომსახურება. შეკვეთის მიღების სასურველი მეთოდის არჩევის შესაძლებლობა, გადახდის მოქნილ პირობებთან ერთად, ონლაინშოპინგს არა მხოლოდ მომგებიანს, არამედ პრაქტიკულსაც ხდის.
როგორ იცვლება ელექტრონული კომერციის ბაზარი?
ეტაპობრივი გადახდა თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა. მომხმარებლებისთვის ეს ბიუჯეტის უფრო მოქნილად დაგეგმვის შესაძლებლობაა, ბიზნესისთვის კი - შენაძენის საშუალო ღირებულების ზრდისა და ძვირადღირებული, მათ შორის პრემიუმ სეგმენტის პროდუქციით დაინტერესებულ მომხმარებელთა წრის გაფართოების პოტენციალი.
საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, Wildberries განაგრძობს საკუთარი სერვისების განვითარებას და მომხმარებლებს ონლაინშოპინგის კიდევ უფრო მოქნილ, ხელმისაწვდომ და კომფორტულ პირობებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.