ILARIA - რეკრუტინგიდან პროცესების გაციფრულებამდე
ILARIA ქართული HR Tech კომპანიაა, რომელიც ბიზნესს ადამიანური კაპიტალის მართვის სრულ სერვისს სთავაზობს - რეკრუტინგიდან და HR აუთსორსინგიდან პროცესების გაციფრულებამდე. საკუთარი ტექნოლოგიური პლატფორმითა და HR ექსპერტიზით, კომპანია აერთიანებს ადამიანების, ყოველდღიური სამუშაო პროცესებისა და ორგანიზაციული შედეგების მართვას ერთ ეკოსისტემაში. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი მარიამ ქუთათელაძე და მმართველი დირექტორი ომარ ტერტერაშვილი ესაუბრნენ.
რა სიახლეები აქვს ILARIA-ს ამ ეტაპზე და რა მიმართულებებით ვითარდება კომპანია?
ILARIA ვითარდება როგორც კომპანია, რომელიც ბიზნესს HR-ის სრულ სერვისს სთავაზობს - რეკრუტინგიდან, HR აუთსორსინგიდან და კონსალტინგიდან დაწყებული, პროცესების სრულად გაციფრულებითა და ავტომატიზაციით დასრულებული.
ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რომ ამ მიმართულებებს ერთ ეკოსისტემაში ვაერთიანებთ. კომპანიებს შეუძლიათ ერთი პარტნიორის დახმარებით მართონ ადამიანური რესურსების სრული ციკლი და ამასთანავე გამოიყენონ ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პლატფორმა.
ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ ცალკეული HR სერვისები, არამედ კომპლექსური გადაწყვეტა, რომელიც ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს.
როგორია მომხმარებლების მოთხოვნა და რომელ სერვისებზეა ამჟამად ყველაზე მაღალი ინტერესი?
მომხმარებლების მხრიდან იზრდება ინტერესი HR პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მიმართ. თუმცა, განსხვავებით ტრადიციული HR სისტემებისგან, რომლებიც ძირითადად თანამშრომელთა აღრიცხვასა და ადმინისტრირებაზეა ორიენტირებული, ILARIA უფრო ფართო ფუნქციონალს აერთიანებს.
ჩვენი პლატფორმა მხოლოდ HR სპეციალისტებისთვის არ არის განკუთვნილი - ის მენეჯერების ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია. სისტემის საშუალებით შესაძლებელია დავალებებისა და პროექტების მართვა, თანამშრომელთა სამუშაო პროცესების მონიტორინგი, ანგარიშგება და გუნდების მართვა.
სწორედ ეს ფუნქციონალი ზრდის მოთხოვნას, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სისტემა, რომელიც არა მხოლოდ HR ადმინისტრირებას ამარტივებს, არამედ მენეჯმენტსაც უფრო ეფექტიანს ხდის.
რა ტენდენციებს ხედავთ ქართულ ბაზარზე HR პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მიმართულებით?
ქართულ ბაზარზე ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებას - კომპანიები HR-ის ცალკეული პროცესების გაციფრულებიდან ბიზნესის უფრო კომპლექსურ მართვაზე გადადიან.
თუ ადრე მთავარი მოთხოვნა თანამშრომელთა აღრიცხვა, დასწრება და შვებულებების მართვა იყო, დღეს ბიზნესს სჭირდება სახელფასო პროცესების ავტომატიზაცია, დოკუმენტბრუნვა, დავალებებისა და პროექტების მართვა, ანგარიშგება და თანამშრომელთა შედეგების შეფასება.
ვფიქრობთ, შემდეგი ეტაპი სწორედ HR ტექნოლოგიების ბიზნესის მართვის სისტემებად გარდაქმნაა - როდესაც ადამიანების, პროცესებისა და ორგანიზაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია ერთიანდება და მენეჯმენტს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
რა გეგმები აქვს ILARIA-ს 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ მიმართულებებზე აპირებთ მუშაობის გააქტიურებას?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პლატფორმის განვითარება და ახალი ფუნქციონალის დამატებაა. მალე მომხმარებლებს მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რომელიც მათ საკუთარ გუნდებს სრულიად ახალი კუთხით დაანახებს.
პლატფორმას ბიზნესის საჭიროებებისა და მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით ვავითარებთ. ჩვენი მიზანია, ILARIA კომპანიებისთვის კიდევ უფრო პრაქტიკული და მრავალმხრივი ინსტრუმენტი გახდეს.
სხვა სიახლეები
ILARIA - რეკრუტინგიდან პროცესების გაციფრულებამდე
06.11.2026.16:00