მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ილიაუნის სტუდენტები, საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, სამართლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკი საერთაშორისო კონკურსზე ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის სპონსორია.

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე, ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა. ახლა კი საერთაშორისო რაუნდში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით იმართება. ფინალში საქართველოს წარადგენენ: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე.

ჯესაპის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო სამართალში, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. 

კონკურსის ფორმატი და შინაარსი მრავალფეროვანია. ის მოიცავს როგორც წერილობით ნაშრომებზე მუშაობას, ისე ზეპირ გამოსვლებს იმიტირებულ პროცესებზე.

აღსანიშნავია, რომ გუნდს მენტორობას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თინათინ გოლეთიანი უწევს, რომელსაც აკადემიური სწავლების 10-წლიანი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

,,ეროვნულ რაუნდებში გამარჯვება, რასაკვირველია, დიდ შრომასა და ძალისხმევას საჭიროებს. კონკურსის სპეციფიკა თითოეული სამართლებრივი საკითხის დეტალურ ანალიზს მოითხოვს. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პროფესიული განვითარების მოტივაციამ,  ვინაიდან ჯესაპის კონკურსი სტუდენტებს ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარებისა და პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ისტორიაში ეს პირველი გამარჯვებაა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის ეროვნულ ეტაპზე საქართველოში. კომპლექსურ კაზუსზე 6-თვიანი მუშაობის შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები.“ – აღნიშნავს თინათინ გოლეთიანი.

ამბობს, რომ საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობა როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდის მონაწილეების კარიერული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,საქართველოს ბანკის ჩართულობამ ჩვენი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. საქართველოს სახელით აშშ-ში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას საქართველოს ბანკის თანადაფინანსების გარეშე ვერ შევძლებდით, რაც კიდევ უფრო გვაძლევს მოტივაციას, რომ პროფესიული წინსვლის გზაზე მეტი თვითრწმენით, ენთუზიაზმითა და შემართებით ვიასპარეზოთ საერთაშორისო კონკურსზე“ – განმარტავს თინათინ გოლეთიანი.

საქართველოს ბანკის ხედვით, განათლება უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. შესაბამისად, ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას შესაძლებლობები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში სტიპენდიების პროგრამასახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს CSR.BOG.GE

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა