მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება გახდეს მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ უსაფრთხო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ - მიხეილ ნამადოვი

news image
mbc image

იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება გახდეს მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ უსაფრთხო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ უსაფრთხო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ, მათი ინვესტიციები დაცულია. ყველანი ვხედავთ და სასიხარულოა, ჩემი აზრით, როგორ ვითარდება ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი დღეს.

ამ თვალსაზრისით, ამ სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია. ეს იყო ბალტიისპირეთში, პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ერთობლივად კლასტერიზაცია ხდება და ყველას აქვს თავისი მიმართულება. ჩემი აზრით, ანაკლია იქნება ერთ-ერთი ამის მაგალითი.

ვფიქრობ, კლასტერიზაცია იქნებოდა საინტერესო მათთვის, სადაც პროფილურად განვითარდებოდა ყველა. მეორე იქნებოდა საინტერესო და იქიდან გამომდინარე, რომ ისევ აქცენტს ვიღებთ ჩვენ შუა აზიის განვითარებაზე და მანდ საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული კონტეინერიზაცია, დაახლოებით 5%-მდეა, ხოლო ძირითადი მათი არტერია არის სახმელეთო გადაზიდვები, ტრაილერები და რკინიგზა. ამ მიმართულებით მათი მოძიება და ჩვენი გაშვება მაგ მხარეს.

კიდევ ერთ ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ჩინეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩინეთიდან აურაცხელი ტვირთი დღესაც ჩრდილოეთის დერეფნით მიდის ევროპის მიმართულებით და აქ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. აქ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიციები და სერიოზული განვითარება. ამ პროცესში, თუნდაც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები და ყაზახები აქტიურად არიან ჩართულები და მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა