იმპორტიორებს ჩინეთიდან გადაზიდევების ხარჯები შეუმცირდათ - რა გაიაფდება
„ჩინეთიდან გადაზიდვების ტარიფები პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება, რაც ბიზნესისთვის დიდი შეღავათია“, - ამის შესახებ კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა. „ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემური ჩინეთიდან ბრენდული პროდუქციის იმპორტი იყო, რაც ტრანსპორტირების მაღალ ხარჯს უკავშირდებოდა. ეს რისკი მოიხსნა. თუკი 2021-2022 წლებში თითო კონტეინერის ტრანსპორტირების ხარჯი 12 000- 15 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა 3500 დოლარია, რაც ფაქტობრივად პანდემიამდელ ნიშნულს უტოლდება. ამან ბიზნესს განვითარება გაუადვილა. კრიზისიც ამ დროისთვის სრულად დაძლეულია, რაც ბევრ ბიზნესსა და ბაზარს უკვე დაეტყო", - ამბობს დავით ჩხეიძე.
რაც შეეხება ფასებს, ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ლარის კურსმაც ამ მხრივ დადებითად იმოქმედა, თუმცა ტექსტილის ფასები გაზრდილია, რაც გლობალური ტენდენციით არის გამოწვეული.
„ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დაგვეხმარა ლარის კურსი. ლარის გამყარებას დადებითი გავლენა ჰქონდა, ამ ფაქტორმა გაძვირებისგან იხსნა ბაზარი. ამის შედეგია, რომ ევროპულ და ამერიკულ ფასებთან შედარებით დიდი ცვლილება არ არის, რაც გაყიდვებზეც აისახება. ამ მხრივ გასული წელი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და ტრენდს წელსაც შევინარჩუნებთ", - ამბობს დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან.
ამასთან, მსხვილი იმპორტიორი არ გამორიცხავს, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნდა, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, „მეგასპორტი“ საქართველოში The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელია. კომპანია ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.