ინდ. მეწარმეების გათამაშება დამატებითი რესურსების მოძიების კარგი შესაძლებლობაა - გაიცანით მაღაზია Pauline Wears
Pauline Wears ვინტაჟური სამოსის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ორმა მეგობარმა, მარიამ ქორიძემ და ქეთევან შედანიამ 2016 წელს დააარსა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, მარიამ ქორიძე იხსენებს, მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი კონცეფციის მაღაზია. მეგობრებს კი უნიკალური და განსხვავებული სტილის სამოსის მიმართ ინტერესი აერთიანებდა და გადავწყვიტეს, ყოფილიყვნენ პირველები, ვინც საკუთარ ხედვას ქართველ მომხმარებელს სრულიად ახლებური გზითგაუზიარებდა.
„დაარსების დღიდან ვცდილობთ, საგულდაგულოდ შევარჩიოთ უნიკალური ნივთები. ჩვენი პრიორიტეტიხარისხი და ავთენტურობაა, ვეძებთ ნივთებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, არამედმდგრადობის პრინციპებსაც პასუხობს. გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილება და მიდგომა, რომ მუდმივიკომუნიკაციაში ვიყოთ მომხმარებლებთან, გავიგოთ მათი პრიორიტეტები და გავითვალისწინოთ რჩევები, ძლიერ კავშირს ქმნის ბრენდსა და ადამიანებს შორის. ამ ყველაფერმა ამ დროის განმავლობაში მეგობრულერთობად ჩამოგვაყალიბა, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს მარიამი.
დროთა განმავლობაში Pauline Wears-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და ისინი ხშირად გამოხატავენ მადლიერებას გაწეული მომსასურებისთვის. როგორც თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ მათ ყურადღებასა და დეტალებზე ორიენტირებულობას, მოსწონთ ვინტაჟური მოდის გარშემო გაერთიანებული თანამოაზრეთა წრე, რომელიც ბრენდმა შეკრიბა და სივრცე, სადაც ისეთი უნიკალური ნივთების პოვნაა შესაძლებელი, რომლითაც საკუთარ ინდივიდუალობას გამოხატავ და მდგრადობის ღირებულებებსაც შეინარჩუნებ.
ბრენდის შექმნამდე მარიამმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. ამბობს, რომ ეს სტატუსი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებისა და ოპერაციული მოქნილობის საშუალებას აძლევს.
„როგორც ინდივიდუალური მეწარმე, სრულად ვარ ჩართული საკუთარი ბიზნესის საქმიანობაში, თავადვმართავ პროცესებს, რაც მეხმარება, სწრაფად ვუპასუხო ბაზრის ცვლილებებსა თუ მომხმარებელთასაჭიროებებს. მნიშვნელოვანია საგადასახადო საკითხიც. ინდივიდუალური მეწარმის, კონკრეტულად კიმცირე მეწარმის სტატუსს, სხვა ბიზნეს ფორმებთან შედარებით, უფრო შეღავათიანი პირობები აქვს, რაცნიშნავს მეტი ყურადღების დათმობას უშუალოს ბიზნესის ზრდაზე და სერვისის გაუმჯობესებაზე. ასევე, რაცყველაზე მთავარია, ინდივიდუალური მეწარმეობა საშუალებას მაძლევს, ძლიერი ურთიერთობები დავამყაროჩემს მომხმარებლებთან და გავაჩინო ნდობა“, - ამბობს ის.
Pauline Wears-ის დამფუძნებლები საქართველოს ბანკის ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშებაში უკვე ჩაერთნენ და მას დამატებითი რესურსების მოძიების კარგ საშუალებად აფასებენ.
„როგორც კი შევიტყვეთ საქართველოს ბანკის ინდ მეწარმეების გათამაშების შესახებ, მალევე ჩავერთეთ. ძალიან მისასალმებელია საქართველოს ბანკის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს მცირე თუ საშუალობიზნესებს. ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობა კი დამატებითი სტიმულია ინდ. მეწარმეებისთვის. ესარის ძალიან კარგი გზა რესურსების მოსაძიებლად, რაც ბიზნესის გაფართოებასა და პოტენციალისგაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს“, - ამბობს მარიამი.
მთავარი პრიზის მოგების შემთხვევაში, დამფუძნებლები მათ მთავარ სურვილს რეალობად აქცევენ:
„ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს დიდი სურვილი გვაქვს, თბილისში არსებობდეს Pauline Wears-ის ფიზიკურიმაღაზია. ონლაინ პლატფორმები ძალიან წარმატებულია, მაგრამ გვჯერა, რომ ფიზიკური სივრცის არსებობაგანსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ბევრი მათგანისაკუთარ ხედვასაც გვიზიარებს, თუ რა ტიპის სივრცეს წარმოიდგენენ ჩვენი მაღაზიის სახით. დიდი ხანია,გვინდა ამ იდეის განხორციელება და ვფიქრობთ, მოგების შემთხვევაში, ინვესტიციას სწორედ ამმიმართულებით გავაკეთებთ“.
სამომავლოდ კი Pauline Wears-ის მთავარი მიზანი ზრდას უკავშირდება - სურთ, კოლექციას კიდევ უფროუნიკალური ნივთები შემატონ და თავი ევროპულ ბაზარზეც დაიმკვიდრონ. ბრენდის მიზნებს შორის, ასევე, სხვადასხვა სოციალური აქტივობითა თუ შეთავაზებებით, მომხმარებელთან კავშირების გაღრმავება დავინტაჟური მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილის შენარჩუნებაა.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.