ინდივიდსაც და ბიზნესსაც შეუძლია, თავისი რისკები დააზღვიოს და მოწყვლადობის ხარისხი შეამციროს - მიხეილ ჯაფარიძე
ინდივიდსაც და ბიზნესსაც შეუძლია, თავისი რისკები დააზღვიოს და მოწყვლადობის ხარისხი შეამციროს - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ყველაზე მეტი პოტენციალი არის იქ, სადაც ყველაზე ნაკლებია განვითარება. შეიძლება, რთული იყოს ძალიან იქ განვითარება, მაგრამ ყველაზე მეტი პოტენციალი მას აქვს. თუმცა ყველაზე მარტივი ზღვრული განვითარება შეიძლება იყოს, კი არა და, ალბათ, არის იქ, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა - ჯანმრთელობის დაზღვევა.
ჯანმრთელობის დაზღვევა განაპირობებს უკვე ჯანდაცვის პოლიტიკაში, როგორი იქნება ურთიერთქმედება კერძო სადაზღვევო სისტემებისა და სახელმწიფო სისტემებისა. რაც შეეხება ქონებრივ რისკებს, გააჩნია, როგორი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა რისკის მართვის ინსტრუმენტებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ტიპის სტიმულირება შემოიღოს - აქ სუბსიდიას არ ვგულისხმობ.
აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა და კერძო ინდივიდებმა ჩამოიყალიბონ ცნობიერება, რომ ინდივიდსაც და ბიზნესსაც შეუძლია, თავისი რისკები დააზღვიოს თვითონ და, რეალურად, მოწყვლადობის ხარისხი შეიმციროს.
მაგალითს მოგიყვანთ: ბინები შენდება, სულ საუბარი გვაქვს თქვენს გადაცემებშიც, რომ დეველოპერული სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია ენერგეტიკასთან და სხვა ბიზნესებთან ერთად და, ამავდროულად, ბინების უმეტესი ნაწილი არ არის დაზღვეული.
ადამიანები იხდიან ძალიან ძვირ თანხას, ყიდულობენ ბინას და ეს დაზღვეული არ არის. თუმცა, ვინც დღეს ახალ ბინას ფლობს და იხდის ყოველთვიურ მომსახურების საფასურს - ლიფტის და ა.შ - თვეში იმაზე იაფი ჯდება წელიწადში ქონების დაზღვევა.
ანუ, თვეში რასაც იხდის იქ და მისთვის ეს ბუნებრივია იცის, რომ პარკინგი მოწესრიგებული იყოს, ეზო და ასე შემდეგ ის, რაც თვეში ჯდება, დაახლოებით მაგდენი ჯდება წელიწადში ბინის დაზღვევა“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.