ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და მუდმივი ინოვაცია გვაძლევს შესაძლებლობას, დავიკავოთ განსაკუთრებული ადგილი ბაზარზე - Zezetsari
სახლის ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, ზეზეწარი • Zezetsari, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. „ზეზეწარი“ ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მარიკელა ახვლედიანმა განუცხადა. მისივე თქმით, „ზეზეწარის“ მიზანი უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და დახვეწილი პროდუქტის შეთავაზებაა მომხმარებლებისთვის.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია „ზეზეწარი" ქმნის პრემიუმ ხარისხის ქართულ თეთრეულს, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც არის ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და დახვეწილი პროდუქტი.
ბრენდის სახელწოდება – „ზეზეწარი" – სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს: „ზე"-წინსართი ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ ხარისხს უსვამს ხაზს.
როგორია კომპანიის ასორტიმენტი?
„ზეზეწარი" გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს სახლის ტექსტილის კატეგორიაში. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის თეთრეული, რეზინით ზეწრები, პირსახოცები, ხალათები, საღამურები, მაგიდის ტექსტილი და სხვა აქსესუარები, რომელიც შექმნის კომფორტსა და ესთეტიკას თქვენს საცხოვრებელ სივრცეში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე სტაბილურად იზრდება. მომხმარებელი უფრო და უფრო ენდობა ბრენდს, აფასებს ხარისხსა და კომფორტს, რომელსაც „ზეზეწარი" სთავაზობს.
ჩვენი სტრატეგია მოიცავს როგორც ლოიალურობის ზრდას ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ეტაპობრივ გაფართოებას. ველოდებით, რომ მომდევნო წლებშიც მოთხოვნა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო განვავითაროთ პროდუქცია და მომხმარებელს მეტი სიახლე შევთავაზოთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ზეზეწარის" მთავარი კონკურენტული უპირატესობა პრემიუმ ხარისხი და უნიკალური, დახვეწილი დიზაინია. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის მასალებს, ვაქცევთ ყურადღებას დეტალებს და ვქმნით პროდუქციას, რომელიც არამხოლოდ კომფორტული და გამძლეა, არამედ ესთეტიკურადაც გამორჩეული.
გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ქართული წარმოების პროდუქციას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და მუდმივი ინოვაცია გვაძლევს შესაძლებლობას, დავიკავოთ განსაკუთრებული ადგილი ბაზარზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
უახლოეს მომავალში „ზეზეწარი" გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ახალ კოლექციებზე მუშაობს, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებას, რათა შევუქმნათ მომხმარებელს უფრო მარტივი და კომფორტული შოპინგის გამოცდილება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გავძლიერდეთ, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის სტანდარტები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მალე ბევრ სიახლეს შევთავაზებთ!
აღსანიშნავია, რომ ბრენდის შექმნის იდეა სრულიად სპონტანურად გაჩნდა, როდესაც „ზეზეწარის“ დამფუძნებლისთვის, მარიკელა ახვლედიანისთვის, მეგობრისთვის შესაფერისი თეთრეულის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც აფიქრებინა, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტის დეფიციტი იყო. ამის შემდეგ, დაიწყო კვლევა, გაიაზრა მომხმარებლის საჭიროებები და მიხვდა, რომ შეეძლო შეეთავაზებინა ის, რასაც ბევრი ეძებდა – მაღალი ხარისხის თეთრეული, რომელიც კომფორტსა და ესთეტიკას იდეალურად შეეთავსებოდა. თავიდან, „ზეზეწარი“ მხოლოდ საწოლის თეთრეულს აწარმოებდა. ამჟამად კი კომპანია ცდილობს აითვისოს ყველაფერი რასაც სახლის ტექსტილი მოიცავს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.