ინდონეზიაში, ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა
ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
სალეჩოს ინფორმაციითვე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული წითელი და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, ასევე ალკოჰოლური სასმელები და ქართული სამზარეულო.
ქართული ღვინის საღამოს მიზანი კი ინდონეზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იასონა ლაოლი, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, მედიის და ჯაკარტას დიპლომატიური ღვინის კლუბის წარმომადგენლები.
ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად ინდონეზიაში ქართული ღვინო 2021, 2019 და 2009 წლებში გავიდა, ისიც მიზერული რაოდენობით.
2021 წელი - 0.02 ტონა,
2019 წელი - 0.09 ტონა,
2009 წელი - 0.01 ტონა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.