მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ინებე“ სერვისს აფართოებს და მომხმარებლებს ბიზნეს-ლანჩს შესთავაზებს

news image
mbc image

ჯანსაღი კვების მწარმოებელი „ინებეს“ მენეჯერი, ეთი შოშიაშვილი, Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კომპანია მზარდი მოთხოვნის ფონზე გაფართოებას გეგმავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჯანსაღი კვების სერვისზე მოთხოვნა იზრდება გვემატება მომხმარებელი და ამ ფონზე გაზრდილია კონკურენციაც. ყოველთვიურად იცვლება ჩვენი მენიუ და კერძები.  გვყავს დიდი რაოდენობით ერთგული მომხმარებლები, რის გამოც სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას“, - ამბობს „ინებეს“ მენეჯერი.

შესაძლოა, „ინებეს“ ახალი ფილიალი სამომავლოდ ბათუმში გაიხსნას. ჯანსაღი კვების კომპანია, ასევე გეგმავს „ბიზნეს-კლასის“ შეთავაზებების დამატებას.   

„მიმდინარეობს დამკვეთ კომპანიებთან მოლაპარაკებები, რადგან გვსურს „ბიზნეს კლასის“ შეთავაზებების დამატება, რაც გულისხმობს იმას, რომ ოფისში მომუშავე ხალხს სულ მალე ჯანსაღ ლანჩს ადგილზე მიტანით შევთავაზებთ“, - ამბობს ეთი შოშიაშვილი.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს წონაში მომატების, წონაში დაკლების, შენარჩუნებისა და ჯანსაღი კვების ერთკვირიან რაციონებს, რომლის შედგენაც, თითოეულ მომხმარებელთან გასაუბრების შემდეგ, ნუტრიციოლოგისა და შეფმზარეულის ერთობლივი გადაწყვეტილებით ხდება.

კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, შექმნილი ვითარების გამო, „ინებემ“ მუშაობა ცოტახნით შეაჩერა, მაგრამ მიუხედავად ამისა შემდგომი პერიოდი კომპანიისთვის ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.

კომპანია მერვე წელია რაც ბაზარზე  ოპერირებს და ეთი შოშიაშვილის თქმით „ინებე ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში ჯანსაღი კვება დანერგა და მათი ნიშა პროდუქტის მაღალი ხარისხი და მომსახურებაა.

კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებულია 10 ადამიანი და ერთი დღის სერვისის ფასი საშუალოდ 46 ლარია.

„ინებეს“ აქვს პერსონალური აქციები. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა გვყავს უცხოელი დამკვეთებიც“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა