მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ავტო გალერი“ გახდა

news image
mbc image

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ბრიტანული ავტომწარმოებლის, INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე INEOS-ის ავტომობილების მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ავტო გალერის“ მულტიბრენდულ შოურუმში მალე მომხმარებლებს INEOS Automotive-ის ფლაგმანი მოდელი Grenadier-იც დახვდება,  რომელიც კლასიკური 4x4-ის კონცეფციას ეფუძნება და გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და რთულ პირობებში გადაადგილებაზეა ორიენტირებული. მისი სამოდელო ხაზი რამდენიმე ვერსიასა და კონფიგურაციას აერთიანებს, მათ შორის Station Wagon-სა და Quartermaster-ის პიკაპს.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „INEOS Automotive ძალიან საინტერესო ახალი ბრენდი, რომელმაც პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა. ვფიქრობთ, მისი პროდუქტი საქართველოს ბაზარს განსაკუთრებით კარგად ერგება ქვეყნის მთაგორიანი რელიეფისა და ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით.

ასევე შთამბეჭდავია თავად ბრენდის ისტორიაც. Grenadier-ის შექმნის წინაპირობად კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტა იქცა, ხოლო ავტომობილის განვითარებაში INEOS-მა ავტოინდუსტრიის გლობალური ლიდერების საუკეთესო გამოცდილება გამოიყენა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი ბრენდები და მოდელები, რომლებიც მათ ინტერესესა და საჭიროებებზეა მორგებულისწორედ ამიტომ, როგორც კი INEOS Automotive-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით“.

2017 წელს კომპანიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ბიზნესმენმა სერ ჯიმ რეტკლიფმა კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიტყო. Grenadier-ის კონცეფცია სწორედ ამ ცნობილ ბრიტანულ 4x4 ავტომობილს დაეფუძნა. Defender-ის შთაგონებითრეტკლიფმა გადაწყვიტა, შეექმნა ავტომობილი, რომელიც კლასიკური ოფროუდერის გამძლეობასა და ფუნქციურობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან გააერთიანებდა. Grenadier-ის სახელწოდება კი ლონდონში, ბელგრავიაში მდებარე პაბს The Grenadier-ს უკავშირდება - ადგილს, სადაც რეტკლიფი, მეგობრებთან ერთად, ახალი ავტომობილის იდეას განიხილავდა.

INEOS-მა ახალი ავტომობილი ავტოინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან პარტნიორებით, მათტექნოლოგიებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. Grenadier-ში გამოიყენა გერმანული ავტომწარმოებლის BMW-ს 3.0-ლიტრიანი, რიგითი ექვსცილინდრიანი B57 დიზელისა და B58 ბენზინის ძრავები და ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები. ავტომობილის საინჟინრო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი Magna Steyr-ს მიუძღვის, ხოლო მისი კომპონენტების ნაწილს ისეთი მწარმოებლები უზრუნველყოფენ, როგორებიცაა Carraro, Brembo, Bosch, Eibach, Tremec, Dana Spicer და RECARO. სერიული წარმოებისთვის კი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, INEOS-მა Mercedes-Benz-ისგან საფრანგეთში ჰამბახის ქარხანა შეიძინა.

დენ ბალმერი,  INEOS-ის რეგიონული დირექტორი: „საქართველო ჩვენთვის კავკასიის რეგიონში პირველი ბაზარი იქნება. ეს არის რეგიონი, რომელიც ულამაზესი მთებით, მდინარეებითა და ოფროუდისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. Grenadier სწორედ ასეთ გარემოში საუკეთესო გამოცდილების მისაღებად შეიქმნა. პირველ რიგში, მიზანი საქართველოში მომხმარებლების ნდობის მოპოვება, რის შემდეგაც კავკასიის სხვა ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დიდი მოცულობის წარმოებაზე გათვლილი ბრენდი. Grenadier არის გამორჩეული ხასიათის ავტომობილი, რომელსაც ერთგული და მოტივირებული მომხმარებლები ჰყავს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას, ასევეგრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამავე პრინციპებს იზიარებს „თეგეტა“რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, რომელიც პარტნიორად ავირჩიეთ. პრემიუმ და სპეციალიზებული ბრენდების ფართო სპექტრის წარმომადგენლობის გამოცდილება, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ჩვენს სამიზნე მომხმარებელს იდეალურად შეესაბამება“.

დღეს მსოფლიოს გზებზე 36 000-ზე მეტი Grenadier დადის. მის სამოდელო ხაზში შედის Station Wagon, კლასიკური ხუთკარიანი 4x4 ავტომობილი, ხუთადგილიანი პიკაპი Quartermaster, პროფესიულ გამოყენებაზე ორიენტირებული Utility Wagon და სპეციალიზებული დანიშნულებისთვის შექმნილი Quartermaster Chassis Cab. სხვადასხვა ვერსია განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს – Trialmaster უფრო რთული ოფროუდ პირობებისთვისაა განკუთვნილი, Fieldmaster კი დამატებით კომფორტსა და სათავგადასავლო-სამოგზაურო მიმართულებას აერთიანებს.

საქართველოში INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, „ავტო გალერის“ მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ როგორც ბრენდის ავტომობილების შეძენას, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და სრული საგარანტიო სერვისის მიღებას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე წლებია  ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ახლა კი ამ ბრენდების ჩამონათვალს INEOS Automotive-იც შეუერთდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance - მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

08.09.2026.17:24

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების (Trade Finance) მიმართულებით.

აღნიშნული ჯილდო ბანკის მიერ ბიზნესებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს უსვამს ხაზს.
ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვას, ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და პარტნიორებთან სანდოობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ ან საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.

„ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ისგან ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პარტნიორ ბიზნესებს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ვთავაზობთ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების განვითარებასა და გაციფრულებას, რათა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ“ , - განაცხადა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ.

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული სტრატეგიის, ინოვაციების, პროდუქტებისა და მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. საქართველოს ბანკმა 2026 წლის დაჯილდოებაზე ჯამში 33 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა