„ინექს გრუპმა“ ჩინეთიდან ამანათების ყოველდღიური ავიარეისების სერვისი დანერგა
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ინექს გრუპი“ ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მიმართულებით ახალ სერვისებს ნერგავს. კომპანიამ ქართულ ბაზარზე ყოველდღიური საჰაერო რეისები დაამატა, პარალელურად კი ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზაციასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობს. როგორ ცვლის ახალი სერვისი ჩინეთიდან ონლაინ შოპინგის გამოცდილებას, როგორ იზრდება მოთხოვნა ამ მიმართულებით და რა სიახლეებს გეგმავს კომპანია - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „ინექს გრუპის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე ესაუბრა.
რა სიახლეს სთავაზობს „ინექსი“ მომხმარებლებს ჩინეთიდან ამანათების გამოწერის მიმართულებით და როგორ გაამარტივებს ახალი შესაძლებლობა ონლაინ შოპინგის პროცესს?
„ინექს გრუპმა“ ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა - ქართულ ბაზარზე პირველად, მომხმარებლებს ყოველდღიურ საჰაერო რეისებს ვთავაზობთ, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს შოპინგის პროცესს. ამ მასშტაბისა და სიხშირის სერვისი დღესდღეობით არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს.
უფრო კონკრეტულად, ეს სიახლე ონლაინ შოპინგს რამდენიმე საკვანძო მიმართულებით ამარტივებს:
● მაქსიმალური სისწრაფე: ამანათები ჩინეთის საწყობში მიღებისთანავე მუშავდება და უახლოესი რეისით იგზავნება, რაც საქართველოში ჩამოსვლის დროს ამცირებს.
● განბაჟების რისკის შემცირება: ვინაიდან გაგზავნა ყოველდღიურად ხდება და ტვირთი საწყობში არ გროვდება, მცირდება სხვადასხვა დროს შეძენილი ნივთების ერთ რეისზე მოხვედრისა და დაჯამების, 300-ლარიანი ლიმიტის გადაჭარბების, ალბათობა.
ასევე, ჩვენ მიერ გახსნილი საკუთარი საბაჟო ტერმინალისა და დანერგილი ტექნოლოგიების წყალობით, ჩამოსული ამანათების საბაჟო დამუშავება და გაცემა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენს ამანათების სორტირების ახალ ცენტრში ტვირთის დახარისზება 100-მდე მიმართულებით ავტომატურად ხდება. 1 საათის განმავლობაში 5000-დან - 6000 ამანათამდე ახარისხებს.
როგორია მომხმარებელთა ინტერესი ჩინური ონლაინპლატფორმებიდან გამოწერის მიმართ და რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით?
ჩინეთის მიმართულებაზე მოთხოვნა მზარდია. მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა გაორმაგდა. მომხმარებლისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს პროდუქციის დაბალი ფასი, მრავალფეროვნება და პოპულარული პლატფორმების (Taobao, Pinduoduo, 1688, AliExpress) ხელმისაწვდომობა.
აქამდე მთავარ გამოწვევას ტრანსპორტირების სიხშირე და ვადები წარმოადგენდა. ყოველდღიური რეისების დანერგვით ეს ბარიერი მოიხსნა, რის გამოც წლის მეორე ნახევარში - განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის გლობალური ფასდაკლებების სეზონზე (11.11, შავი პარასკევი, საახალწლო პერიოდი) - ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნის კიდევ უფრო მასშტაბურ ზრდას ველოდებით.
რა გეგმები აქვს „ინექსს“ ჩინეთის მიმართულებით მომსახურების განვითარების, ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით?
ჩვენი მთავარი მიზანი პროცესების სრული ავტომატიზაცია და მაქსიმალური სისწრაფეა. ჩინეთის, და არა მარტო ჩინეთის, მიმართულების განსავითარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება:
● საკუთარი საბაჟო ტერმინალის განვითარება: მოგეხსენებათ, ლოგისტიკურ ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასაწყობე და სატერმინალე ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა, რაც ხშირად ხდება შეფერხებების მიზეზი. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, განხორციელებული ინვესტიციის შედეგად გავხსენით საკუთარი ტერმინალი. დღეს ეტაპობრივად უკვე ვემსახურებით არა მხოლოდ „ინექსის“, არამედ სხვა კომპანიების ტვირთებსაც, რამაც საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ოპერაციული ეფექტიანობა და ტვირთბრუნვის გამტარუნარიანობა.
● ამანათების ავტომატური სორტირების ცენტრი: ცენტრი უკვე რამოდენიმე კვირაა ფუნქციონირებს. დაჩქარდა ამანათების დახარისხების პროცესი, როგორც აღვნიშნე ერთი საათის განმავლობაში 5000-დან 6000-ს ამანათამდე ხარისხდება. ასევე, მინიმუმამდე შემცირდა ამ პროცესისას შესაძლო ადამიანური შეცდომის რისკები. ამიტომ ფასდაკლებების სეზონზე, ამანათების რეკორდულ ნაკადებს, განსაკუთრებულად მომზადებული შევხვდებით. ამასთან ჩინეთის საწყობშიც აწყობილია ავტომატური დახარისხების პროგრამა, რაც ადგილზეც აჩქარებს ამანათების ასახვასა და გამზადებას შემდეგი ტრანსპორტირებისთვის.
● AI მხარდაჭერისა და ციფრული პლატფორმების განვითარება: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა მომხმარებლებს ამანათებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს რამდენიმე წამში აწვდის. ვგეგმავთ ციფრული სერვისების კიდევ უფრო დახვეწას.
სხვა სიახლეები
„ინექს გრუპმა“ ჩინეთიდან ამანათების ყოველდღიური ავიარეისების სერვისი დანერგა
20.10.2026.18:00