მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Inex Group-მა ესპანეთის მიმართულება დაამატა

news image
mbc image

გადამზიდავმა კომპანია Inex Group-მა ახალი მიმართულება დაამატა. ონლაინ შოპინგის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, რომ Inex Group-ის დახმარებით ესპანეთიდან გამოიწერონ და ჩამოიტანონ ამანათები. 

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ესპანეთიდან ამანათების ჩამოტანას კომპანია მხოლოდ რეალური წონით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტრანსპორტირების სტანდარტული ტარიფი 1კგ-ზე 6 ევროა, ხოლო სტუდენტური ტარიფი 1კგ-ზე 5.5 ევროს შეადგენს. 

„ზოგადად ჩვენი კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ახალი მიმართულებები დაამატოს და სიახლეები შესთავაზოს მომხმარებლებს. ეს უწყვეტი ჯაჭვია ჩვენი მომსახურების და ჩვენს გეგმებში ესპანეთის მიმართულება ყოველთვის შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ონლაინ შოპინგის მიმართულებით მართლაც, რომ საინტერესო მიმართულებაა და რაც მთავარია მოთხოვნადია. ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა ამ სიახლეს და ელოდნენ კიდეც ამ მიმართულების დამატებას. 

ესპანეთიდან გამოწერებზე ასეთი სრულყოფილი სერვისი დღემდე არავის არ ქონია. იყო რამდენიმე პატარა კომპანია, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ამ მიმართულებაზე მუშაობდნენ, თუმცა არასტაბილურად. ჩვენ როგორც სხვა მიმართულებებზე, ესპანეთზეც გვექნება სტაბილური რეისები. ამ ეტაპზე კვირაში ერთი რეისი და ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 7 დღიდან 10 დღემდე იქნება, რადგანაც ამანათები მოდის სახმელეთო გზით. ეს ნიშნავს, რომ ტარიფიც შედარებით შეღავათიანია და მოცულობითი წონის გარეშე იქნება დაანგარიშება - მხოლოდ რეალური წონით. სიახლეს უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და საკმაოდ აქტიურად აიტაცა ჩვენმა მომხმარებელმა - საკმაოდ ბევრი ამანათი მიდის  ადგილზე. პირველი რეისი გამოიგზავნება 11 თებერვალს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

Inex Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ ახალი მიმართულება კომპანიას ამანათების ჩამოტანის მაჩვენებელს რამდენით გაზრდის, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს ზრდა ტენდენცია აუცილებლად იქნება. 

„წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, ყოველთვის ახალ ქვეყანას სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მომხმარებელმა მასიურად აითვისოს და გატესტოს. არის მომხმარებელი, რომელიც ეს მოლოდინის რეჟიმი ჰქონდათ, მაგრამ იმისთვის რომ ყველას გავაგებინოთ, დაახლოებით 0,5 მლნ მომხმარებელი გვყავს ქვეყნის მასშტაბით და მასიურად რომ აიტაცონ დრო სჭირდება.

ევროპულ ქვეყნებში არის ფასდაკლებების სეზონი. ეს სეზონი წელიწადი 2-ჯერ, გარდა შავი პარასკევისა და საახალწლო ფასდაკლებებისა, იანვარი და თებერვალიც აქტიურია. ასევე, ფასდაკლებების პერიოდია ივლისი-აგვისტო და ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ამანათი მოდის ყველა ევროპული ქვეყნიდან და ველოდებით, რომ ესპანეთიდანაც მზარდი იქნება ამანათები“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

კომპანიის ცნობით, ესპანეთიდან ამანათები იგზავნება რეალური წონით, სახმელეთო გზით, ყოველ სამშაბათს.

პოპულარული საიტები:

https://zln.do/40ZHnBW  

https://go.zara/42AUVoR 

https://bit.ly/4gveFNQ 

https://bit.ly/4jCkDzr 

https://bit.ly/4aOItEa 

https://bit.ly/3Q4bulB 

https://bit.ly/4jXLw11 

https://bit.ly/3EpC3PF 

https://bit.ly/3WLurgE 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა